FM97.5 / LIVE

ახალციხის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების ნაწილს პირბადე არ უკეთია

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 05.06.2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრების ნაწილს პირბადე არ უკეთია, მოქალაქეები ამბობენ, რომ სიცხის გამო პირბადის გაკეთება უჭირთ.

ახალციხის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების ნაწილს პირბადე არ უკეთია

ახალციხეში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა რვა დღის წინ განაახლა. მიკროავტობუსები მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფლის მიმართულებით მოძრაობენ.

„სამხრეთის კარიბჭემ“ ახალციხის ავტოსადგურზე დააფიქსირა არაერთი ფაქტი, სადაც ჩანს, რომ მგზავრები პირბადეებს არ იყენებენ.

„ვიცით რომ უნდა გვეკეთოს, უბრალოდ სიცხის გამო სული გვეხუთებოდა და მოვიხსენით. ერთმანეთთან ახლოს არ ვსხედვართ“, - გვითხრეს წინუბნის მიკროავტობუსის მგზავრებმა.

მგზავრების ნაწილი კი ფიქრობს, რომ ტრანსპორტში ვირუსის გავრცელების რისკი ნაკლებია, რადგან ფანჯრები ღიაა და ნიავდება.

ახალციხეში სატრანსპორტო კომპანია "ჯეოტივის" ხელმძღვანელის, ნუგზარ მამუკაშვილის განმარტებით, გაფრთხილება, რომ მგზავრებს პირბადე აუცილებლად უნდა ეკეთოთ, ყველა ტრანსპორტშია გამოკრული. რეგულაციების აღსრულებაზე კი მძღოლებმა უნდა იზრუნონ.

წინუბნის მიკროავტობუსის მძღოლი ტარიელ მჭედლიძე ამბობს, რომ მგზავრებს ყოველთვის აფრთხილებს რომ პირბადე გაიკეთონ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მიკროავტობუსში მგზავრი ვალდებულია პირბადე ეკეთოს. ტრანსპორტის ფანჯრები კი ღია უნდა იყოს. ახალი რეგულაციებით ასევე არ შეიძლება ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა.

დახურულ სივრცეში ავტობუსებსა და ტაქსებში პირბადის გარეშე მყოფი ფიზიკური პირების დაჯარიმების შესახებ ანრი ოხანაშვილმა და პარლამენტის სხვა წევრებმა კანონპროექტი შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც, დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილების შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 50 ლარი იქნება, იურიდიული პირებისთვის კი 500 ლარი.

საქართველოში მუცნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 29 მაისიდან აღდგა.
ახალციხის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების ნაწილს პირბადე არ უკეთია

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ახალციხის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეების ნაწილი პირბადეს არ იკეთებს
კანონპროექტი: დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 50 ლარით დაჯარიმდებით
საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოძრაობა აღდგა
პირბადის გარეშე დახურულ საჯარო სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში 15 ივისიდან დაჯარიმდებით
დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე მყოფი პირი 20 ლარით დაჯარიმდება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, რეკომენდებულია პირბადის გამოყენება – ხათუნა ზახაშვილი