FM97.5 / LIVE

სად არის სავალდებულო პირბადის ტარება - დადგენილება

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.06.2020
საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს სად არის სავალდებულო პირბადის ტარება. ამავე დოკუმენტში საუბარია მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიაზეც, რომლებსაც პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში ჯარიმა არ დაეკისრებათ.

სად არის სავალდებულო პირბადის ტარება - დადგენილება

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზურნიშვილმა მედიასთან განმარტა, რომ საქართველოს მთავრობამ დადგენილება დღეს, 15 ივნისს მიიღო. „ჩვენ ეს დადგენილება დღეს მივიღეთ, რომლითაც განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ამ დაწესებულებების თანამშრომლებისთვის იქნება სავალდებულო. ზოგიერთი კატეგორიის ადამიანებისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ასაკიდან გამომდინარე, დაწესდა გარკვეული გამონაკლისები, კერძოდ, ამ ადამიანებს პირბადის არ ტარების შემთხვევაში არ დაეკისრებათ კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა“.

პირბადის ტარება სავალდებულო იქნება:

- საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, ე.წ ფრანტ-ნაწილებზე, სადაც ადამიანების ყველაზე მეტი რაოდენობა იყრის თავს.
- საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე თავშეყრისას, სადაც შეუძლებელია 2 მეტრი სოციალური დისტანციის დაცვა - „მაგალითად, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, თუ შეუძლებელი იქნება 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება“.
- შეხვედრებზე თავშეყრისას, გამომსვლელს/მომხსენებელს, შეუძლია არ გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას/მოხსენების გაკეთებისას, თუ ამ ადამიანს შეუძლია 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა.
- საერთო სარგებლობის ლიფტებში, სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც მაღალი რისკის შემცველი დახურული სივრცეებია.
- სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია.
- ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანამათლებლო დაწესებულებებში.
- საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მათ შორის, მეტროპოლიტენსა და ტაქსებში.

დასაშვები იქნება, როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო დანიშნულების პირბადე.

გამონაკლისები - ეს წესი არ შეეხება:

- 6 წლამდე ასაკის ბავშვებს.

-იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმა,

- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და გარკვეული კატეგორიის პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლიათ პირბადის ტარება.

- არ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისთვის, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის, კონკრეტული სოციალური სერვისის მიწოდებისას, კონკრეტული სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდებისას, მაგალითად, ლოგოპედის მომსახურეობისას.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

17 აპრილიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება
დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე მყოფი პირი 20 ლარით დაჯარიმდება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, რეკომენდებულია პირბადის გამოყენება – ხათუნა ზახაშვილი
კანონპროექტი: დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 50 ლარით დაჯარიმდებით
დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება
პირბადის გარეშე დახურულ საჯარო სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში 15 ივისიდან დაჯარიმდებით
ჯანდაცვის  სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა