FM97.5 / LIVE

პირბადის გარეშე დახურულ საჯარო სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში 15 ივისიდან დაჯარიმდებით

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.06.2020
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილილის განმარტებით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილება, ორშაბათიდან 15 ივნისიდან ამოქმედდება, მანამდე მთავრობამ პირბადის ტარების კონკრეტული წესები უნდა განსაზღვროს.

პირბადის გარეშე დახურულ საჯარო სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში 15 ივისიდან დაჯარიმდებით

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილების თანახმად, პანდემიის და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას - 500 ლარით. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„არსებობს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ჩანაწერი, რომლის თანახმად თუ ფიზიკური პირი პირბადის გარეშე შევა დახურულ საჯარო სივრცეში, ან თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან ტაქსით იმგზავრებს პირბადის გარეშე, გათვალისწინებულია 20 ლარის ოდენობის ჯარიმა", - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ანრი ოჯახაშვილმა.

მისი თქმით, პირბადის გარეშე მოქალაქემ დახურულ სივრცესა და ტრანსპორტში შესვლა რომ ვერ შეძლოს, ეს საკითხი იურიდიულმა პირებმა და ინდმეწარმეებმა უნდა გააკონტროლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 500 ლარით დაჯარიმდებიან.

"ამავე კანონში დავავალეთ მთავრობას, რომ დეტალურად გაწეროს პირბადის ტარების წესი. საუბარი იყო ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებზე, შშმ პირებზე, აბიტურიენტებთან შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს - ეს ყველაფერი უნდა გაწეროს მთავრობამ. შესაბამისად, ეს კანონი იურიდიულად გამოქვეყნდა და ამოქმედდა, თუმცა მისი გამოყენება უკავშირდება ამ წესის ამოქმედებას. ეს წესი უნდა გამოქვეყნდეს ორშაბათს, რომლის საშუალებით, საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია, პირბადის ტარების წესი როგორია და მხოლოდ ორშაბათიდან მოხდება ამ კანონის გამოყენებაც,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კანონპროექტი: დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 50 ლარით დაჯარიმდებით
დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე მყოფი პირი 20 ლარით დაჯარიმდება
17 აპრილიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება
ახალციხის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეების ნაწილი პირბადეს არ იკეთებს
ახალციხის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების ნაწილს პირბადე არ უკეთია
ქორწილსა და ქელეხში 10–ზე მეტი პირის თავშეყრის შემთხვევაში 2 000 ლარით დაჯარიმდებით
ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოებზე შესვლა იკრძალება