FM97.5 / LIVE

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე სამინისტრომ ნებართვა გასცა

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.09.2020
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის გარემოსდაცვის სამინისტრომ საბოლოო ნებართვა გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე სამინისტრომ ნებართვა გასცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 3 სექტემრის ბრძანების მიხედვით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს უფლება აქვს აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყოს.

„გაიცეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე;

ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემა განუსაზღვრელი ვადით;

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვალდებულია საქმიანობის განხორციელება უზრუნველყოს წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და თანდართული დოკუმენტაციის, წარმოდგენილი სქემის, გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების, მათ შორის ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შერბილებისა და თავიდან აცილების და საკომპენსაციო ღონისძიებების, ზურმუხტის ქსელის დამტკიცებული უბნის „ბორჯომ-ხარაგაული“ და აბასთუმნის შემოვლითი გზის შესაბამისობის შეფასების, გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმის, ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების და რისკის მართვის გეგმების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შესაბამისად“, - ვკითხულობთ ბრძანებაში.

ეს არის პროექტი, რომელსაც აქტიურად აპროტესტებდნენ გარემოსდამცველები და მათ საკითხი სასამართლოშიც გაასაჩივრეს, თუმცა პროცესები ჯერ არ დაწყებულა.

ბრძანების შესაბამისად, 50 მილიონიანი პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება. სამშენებლო ტენდერში გამარჯვებულია შპს „ჯეუ გრუპი“ სამუშაოების დაწყებისთვის შესაბამის „დავალების წერილს“ ელოდება.

პროექტის მიხედვით, აბასთუმანში, დასავლეთ მხარეს, მთაგორიან რელიეფში, დაუსახლებელ, ტყიან მასივში უნდა გაიჭრას შემოსავლელი გზა. რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომანქანები დაბაზე აღარ ივლიან და მათ დასავლეთ საქართველოში გადასვლა შეეძლებათ აბასთუმანზე შემოვლით.

შემოვლითი გზა იწყება მდინარე აბასთუმნისა და კურცხანას შესართავთან და მთლიანობაში 60 კილომეტრს შეადგენს. გზის ის მონაკვეთი, რომელმაც აბასთუმანს უნდა შემოუაროს 16 კილომეტრია. მათგან 9.2 კილომეტრი ბორჯომ-ბაკურიანის ეროვნულ პარკზე გაივლის და 370 მეტრზე გვირაბი მოეწყობა.

გზის მშენებლობა, 2018 წელს, მას შემდეგ გადაწყდა, რაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში ორი კვირით ისვენებდა.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ აბასთუმანში „ექსპერიმენტის“ ჩატარებას აპირებდა და ელექტრომობილები უნდა შეეყვანა, ამიტომ აქ სხვა ტრანსპორტი ვერ იმოძრავებდა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადების შესაბამისად, უკვე დაწყებული ბაღდათი–აბასთუმნის გზის სამშენებლო სამუშაოების პროექტი შეჩერდა. აღნიშნული პროექტით გზის 60 კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება მოხდებოდა და ამისთვის 60 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო. ამ პროექტით სამუშაოები 2020 წელს დასრულდებოდა. თუმცა დაიგეგმა ახალი პროექტი, რომლის განხორციელებაც ახლა, 2020 წლიდან დაიწყება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა ახალი პროექტით
აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტზე ტენდერი გამოცხადდა
რა შენიშვნები აქვს გარემოსდაცვის სამინისტროს აბასთუმნის შემოვლით გზაზე
რა პასუხი მიიღეს გარემოსდამცველებმა აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტის შეჩერებაზე
საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი
აბასთუმნის შემოვლით გზაზე სკოპინგის დასკვნა გაიცა - გარემოსდამცველები ასაჩივრებენ