FM97.5 / LIVE

აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტზე ტენდერი გამოცხადდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 16.11.2018
რეგიონული განვითარების სამინისტრომ აბასთუმანი–ბაღდათის შემოსავლელი გზის პროექტის მომზადებაზე ტენდერი გამოაცხადა. სავარაუდო შესყიდვის ღირებულება ორი მილიონი ლარია.

აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტზე ტენდერი გამოცხადდა

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, შემოვლითი გზის მშენებლობის მიზანი ისაა, რომ კურორტზე ტრანსპორტმა არ იმოძრაოს და ეკოლოგიური გარემო მაქსიმალურად იყოს დაცული. მიმწოდებელმა სამინისტროს გზის პროექტის ისეთი ვერსია უნდა შესთავაზოს, რომ შესაძლებელი იყოს აბასთუმნის ობსერვატორიასთან მისი მიერთება. დამკვეთი ამისთვის საავტომობილო გვირაბის მშენებლობის ვერსიასაც განიხილავს.

ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო: „ტრანსპროექტი“, „ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“, შპს "საქგზამეცნიერება". მათ შორის ორს –„ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“, ,,საქგზამეცნიერება" – ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ამ ეტაპზე გამარჯვებულთან ხელშეკრულება დადებული არ არის.

აბასთუმანში შემოვლითი გზის მშენებლობის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აქ აგვისტოში ოჯახთან ერთად ორი კვირა გაატარა. ივანიშვილი ამბობს, რომ გაზაფხულიდან საკუთარი სახსრებით აბასთუმანში ელექტრომობილებს შეიყვანს.

ვიდრე ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბაღდათი–აბასთუმნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი შეჩერდა. აღნიშნული პროექტით 60–კილომეტრიანი მონაკვეთი უნდა მოასფალტებულიყო და ამისთვის 60 მილიონი დოლარი იხარჯებოდა. სამუშაოები აქ 2020 წელს უნდა დასრულებულიყო .

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა ახალი პროექტით
აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე სამინისტრომ ნებართვა გასცა
ბაღდათი–აბასთუმნის გზის 60 კმ–იანი მონაკვეთის პროექტირება მიმდინარეობს
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო
ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ აბასთუმანში შვიდი პროექტის განხორციელება დაიწყო
ბაღდათი–აბასთუმნის გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა