FM97.5 / LIVE

რა პასუხი მიიღეს გარემოსდამცველებმა აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტის შეჩერებაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.12.2019
აბასთუმანში შემოვლითი გზის პროექტი, რომელმაც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკზე უნდა გაიაროს, საბოლოო განხილვას გადის. გარემოსდამცველი ორგანიზაციების მიმართვის მიუხედავად, პროექტი არ შეჩერებულა, თუმცა სამინისტროში ამბობენ, რომ მათთან ბევრი შენიშვნაა შესული და რას გაითვალისწინებენ, ამის შესახებ დასკვნაში იქნება ცნობილი.

რა პასუხი მიიღეს გარემოსდამცველებმა აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტის შეჩერებაზე

აბასთუმნის შემოვლითი გზის წინასწარი კვლევის ანგარიში სექტემბერში გაიმართა. საჯარო განხილვა ისე დასრულდა, რომ ადგილობრივებს კითხვა არ დაუსვამთ. თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ბუნების დამცველები. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთიანი წერილი მოამზადა, სადაც გარემოსდაცვის სამინისტროს პროექტის შეჩერება მოსთხოვა. მიუხედავად ამისა, პროექტი არ შეჩერებულა.

„ჩვენი მოთხოვნა პროექტის შეჩერება იყო და ეგ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ასეთი პასუხი მოგვივიდა, ჯერ არ არის დამთავრებული პროცესი, წარმოება მიმდინარეობს და ვათანხმებთ სხვა უწყებებთანო“, - აცხადებენ ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაში“.

შემოვლითი გზის პროექტი, რომელზეც განხილვები მიმდინარეობს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკზე გაივლი და 14 კილომეტრიანი იქნება. ამავე მონაკვეთის სამ კილომეტრზე გვირაბი გაკეთდება, რომელიც ობსერვატორიის ტერიტორიას მიუერთდება.

პროექტის განმახორციელებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტია, რომელმაც გარემოს ზემოქმედების შეფასებისთვის დოკუმენტი სამინისტროს გადაუგზავნა. უწყებაში ჯერ შემოვლითი გზის პროექტზე თანხმობა არ გაუციათ, ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სკოპინგის დასკვნის მზადდება:

„პროექტზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით. ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის და გაცემული არ არის თანხმობა. თუ დასკვნა გაიცემა, სავარაუდოდ, ეს ან ამ წლის ბოლომდე ან ახალი წლის დასაწყისში მოხდება“, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, უწყებაში გაანმარტავენ: „შენიშვნებს ბევრი გვიგზავნის. ძალიან ბევრია შემოსული ზარებიც შენიშვნების სახით და მიმდინარეობს მათი განხილვაც. თუმცა რა აისახება და რა არა, დასკვნის გაცემის შემდეგ გამოჩნდება“.

მას შემდეგ, რაც გარემოსდაცვის სამინისტრო შემოვლითი გზის მშენებლობაზე თანხმობას გასცემს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი პროექტზე სამშენებლო ტენდერს გამოაცხადებს. მათი ვარაუდით, აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება.

აბასთუმანი–ბაღდათის გზას, პირველი პროექტის მიხედვით, კურორტზე უნდა გაევლო, თუმცას ბიძინა ივანიშვილის ექსპერიმენტული პროექტის შემდეგ, რომლის მიხედვითაც კურორტზე მხოლოდ ელექტრომობილებმა უნდა იმოძრაონ და სხვა ტრანსპორტი აქ ვეღარ გაივლის, გეგმა შეიცვალა.

ამავე თემაზე ნახეთ - ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის შემოვლით გზაზე სკოპინგის დასკვნა გაიცა - გარემოსდამცველები ასაჩივრებენ
‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა ახალი პროექტით
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე სამინისტრომ ნებართვა გასცა
აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტზე ტენდერი გამოცხადდა
აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა
‘ივანიშვილის გამო სამინისტრომ კანონი დაარღვია’ – აბასთუმნის შემოვლითი გზის საქმე სასამართლოშია