FM97.5 / LIVE

რა აჩვენა ადამიანის უფლებების შესახებ კვლევამ სამცხე-ჯავახეთში

მთავარისაზოგადოება 05.12.2013
იცის თუ არა მოსახლეობამ საკუთარი უფლებების შესახებ სამცხე-ჯავახეთში; რას აჩვენებს ამ მიმართულებით რეგიონში ჩატარებული კვლევა და რა აინტერესებთ ყველაზე მეტად ეთნიკურად მრავალფეროვან მუნიციპალიტეტბში;

რა აჩვენა ადამიანის უფლებების შესახებ კვლევამ სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში პროექტის „თანასწორობა დღეს“ ფარგლებში მოსახლეობის უფლებების ცოდნისა და შელახვის საკითხებთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდა. რეგიონში 380 ადამიანი გამოიკითხა.

„კვლევის მიზანია, ვიცოდეთ, რა სჭირდება ქვეყნის მოსახლეობას. ძალიან ბევრი ადამიანი ჩიოდა, რომ მათ არ აქვთ რუსულ და სომხურ ენაზე ინფორმაცია საბაჟოს შესახებ“, - ამბობს პროგრამის „თანასწორობა დღეს“ ხელმძღვანელი სედა მელქუმიანი.

ახალქალაქსა და ახალციხეში 100-100, ხოლო ნინოწმინდაში 50 მოქალაქე გამოიკითხა. ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მცხოვრებთა მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ მთლიანობაში მაინც განსხვავებული შედეგები დაფიქსირდა.
კითხვაზე, რამდენად კარგად იცნობენ თავიანთ უფლებებს, სამივე მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ იციან, მაგრამ ძალიან ცოტა. ახალქალაქში მეორე ადგილზე პასუხების რაოდენობით „არ ვიცი“, ნინოწმინდასა და ახალციხეში კი პასუხი „ვიცი“ აღმოჩნდა.

ინფორმაციის ძირითადი წყარო გამოკითხულთათვის ახალციხესა და ნინოწმინდაში ინტერნეტია. ახალქალაქში უპირატესობას ამ თვალსაზრისით ტელევიზიას ანიჭებენ. სამივე მუნიციპალიტეტში ინფორმაციის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ „ნაცნობებს“ ასახელებენ.

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ენის არცოდნა ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის მიღებაში ხელს უშლით. ახალციხეში 37 ადამიანი ფიქრობს, რომ ეს არ არის ბარიერი, 36-ის აზრით კი ენის არცოდნა ხელისშემშლელი ფაქტორია. ახალქალაქში 5 და ნინოწმინდაში 6 ადამიანი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ენის არცოდნა ინფორმაციის მიღებაში ხელს უშლით. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა ახალციხეში 27, ახალქალაქში 7 და ნინოწმინდაში 10 მოქალაქეს.

გამოკითხულთაგან ყველაზე მეტად ადამიანის უფლებები ახალქალაქში ილახება, ასე აქ 24 ადამიანი ფიქრობს. შემდეგ მოდის ახალციხე - 20 და ბოლოს ნინოწმინდა - 14. რესპონდენტთა უმრავლესობამ სამივე მუნიციპალიტეტში განაცხადა, რომ მათი უფლებები არ ილახება. უფრო ზუსტად კი ამ კითხვაზე „არა“ უპასუხა ახალციხეში 50-მა, ახალქალაქში 34-მა და ნინოწმინდაში 20-მა გამოკითხულმა.

უფლებების შელახვის შემთხვევაში რეგიონის მცხოვრებთა უმრავლესობა პრობლემებს საკუთარი ძალებით აგვარებს. ასე იქცევა ახალქალაქის 45, ახალციხის 40 და ნინოწმინდის 27 მკვიდრი. სამართალდამცავ ორგანოებს უფლებების შელახვის გამო მიმართავს ახალციხის 13, ახალქალაქის 9 და ნინოწმინდის 4 მცხოვრები. ადგილობრივ მთავრობას მიმართავს ახალციხეში 24, ახალქალაქში 29 და ნინოწმინდაში 6 გამოკითხული. რა უცნაურიც უნდა იყოს, გავლენიან ადამიანებს ყველაზე მეტი ახალქალაქში - 21 მოქალაქე მიმართავს, მხოლოდ 5 ახალციხეში და 7 ნინოწმინდაში.

კითხვაზე, ჩამოთვლილთაგან რა ტიპის ინფორმაციის მიწოდებას საჭიროებენ, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობას შორის ყველაზე საინტერესო თემა - საქართველოს საზღვარზე არსებული საბაჟო წესებია. ახალციხის მცხოვრებლებს ყველაზე მეტად სიტყვისა და აზრის თავისუფლების თემა აინტერესებთ.

პროექტის „თანასწორობა დღეს“ ჩატარებული კვლევების შედეგები ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე გამოცემულ ბროშურებში დაიბეჭდება. კვლევა სამცხე-ჯავახეთში აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით ჩატარდა.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ინფორმაცია აქვთ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ევროინტეგრაციის შესახებ– MDF–ის კვლევა
COVID-19–ის ახალი შემთხვევები ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დაფიქსირდა
სალომე ზურაბიშვილი ნინოწმინდაში მოსახლეობას ხვდება
Covid-19-ის ერთი ახალი შემთხვევა ნინოწმინდაში დადასტურდა
სამცხე–ჯავახეთის რომელ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა კოვიდის ახალი შემთხვევები
COVID-19 სამცხე–ჯავახეთში – 8 ოქტომბრის მონაცემები [რუკა]
ნინოწმინდაში ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნება