FM97.5 / LIVE

რა ინფორმაცია აქვთ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ევროინტეგრაციის შესახებ– MDF–ის კვლევა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 03.04.2019
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირებულობის შესახებ კვლევა „მედიის განვითარების ფონდმა“ ახალქალაქში, ნინოწმინდაში, გარდაბანსა და მარნეულში შერჩეულ ფოკუს ჯგუფებთან ჩაატარა.

რა ინფორმაცია აქვთ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ევროინტეგრაციის შესახებ– MDF–ის კვლევა

კვლევის პრეზენტაცია, დღეს, სამ პარილს, ახალციხეში ავტორებმა თამარ კინწურაშვილმა, სოფო გელავამ და ანა ჩიტალაძემ გამართეს.

მათი თქმით, ეთნიკური უმცირესობებისთვის მთავარი საინფორმაციო წყარო რუსული საინფორმაციო საშუალებებია, უფრო კონკრეტულად კი ყველაზე ხშირად ოთხ ქართულ და ათ რუსულ ტელეარხსს უყურებენ. შედეგად კი ეთნიკურ უმცირესობები ხშირად კრემლის პოზიციებსა და მიზანმიმართულ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას სიმართლედ აღიქვამენ.

„ჩვენ ვნახეთ პირდაპირი კავშირი რუსული სატელევიზიო არხების გზავნილებსა და საზოგადოების დამოკიდებულებებს შორის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შედგეს რეგიონებზე შემუშავებელი სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ უმცირესობები არ იყვნენ მეზობელი ქვეყნების საინფორმაციო საშუალებების გავლენის ქვეშ. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფოკუსირება კვლევის ამ ნაწილზე მოახდინოს“, – ამბობს MDF–ის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი.

მისი თქმით, კვლევის მიზანი უმცირესობებთან კომუნიკაციის გაუმჯოესებაა: „მაგალითად, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით არსებობს შიშები, რადგან ეთნიკური უმცირესობები ადვილად იჯერებენ მსგავს კონსპირაციებს. ამის მიზეზია ენობრივი ბარიერი, მათ ქართულად არავინ ელაპარაკება. მნიშვნელოვანია ამ პრობლემის მოსაგვარებლად დაიგეგმოს გრძელვადიანი კამპანია და განეიტრალდეს ის შიშები, რომლებსაც რუსეთი მუდმივად თესავს ჩვენს მოსახლეობაში“.

კვლევაში საუბარია რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასა და ნარატივებზეც, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებში სიმართლედ აღიქმება.

ყალბი ინფორმაციის ნუსხიდან ყველაზე დამაჯერებელი რესპონდენტებისთვის ის დეზინფორმაცია აღმოჩნდა, რომლის თანახმადაც, ამერიკა ახლო აღმოსავლეთში ტერორისტებს უჭერს მხარს, რათა ნავთობის რესურსები მოიპოვოს (79,7%), რაც კორელაციაშია რუსული ტელევიზიების ნარატივთან, რომელიც ამერიკის აგრესიულ პოლიტიკასა და ტერორიზმთან კავშირზე ამახვილებს ყურადღებას.

კონსპირაცია, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში, სამცხე-ჯავახეთში თურქეთის ჯარი განთავსდება, დამაჯერებელი ნინოწმინდაში 56,2%, ხოლო ახალქალაქში 50%–სთვის აღმოჩნდა.

ევროკავშირთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციებიდან სირიელი ლტოლვილების მიღების ვალდებულება და მოსაზრება, რომ რუსული ბაზარი უფრო სტაბილურია, ვიდრე ევროკავშირის, ყველაზე მეტი რესპონდენტისთვის სარწმუნო ნინოწმინდის ფოკუს ჯგუფში 93,7%–ია.

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ასევე სჯერათ რუსული მედია სააგენტოების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს სირიელი ლტოლვილების მიღებას ავალდებულებს. აღნიშნული სიყალბე ახალქალაქის ფოკუს ჯგუფის წევრების 56,2%–სთვის სიმართლეა. ნინოწმინდაში კი გაცილებით მეტს – 93,7% სჯერა ამის. კვლევაში ფოკუს ჯგუფების მონაწილეების მიერ სხვა რუსული „ფეიკ ნიუსებიც“ დასახელდა, როგორც სიმართლე.

რა ინფორმაცია აქვთ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ევროინტეგრაციის შესახებ– MDF–ის კვლევა

ტელეარხების გარდა, ეთნიკური უმცირესობების მიერ მათ საინფორმაციო წყაროდ სამცხე–ჯავახეთიდან რადიო „ნორი”, ონლაინ მედია „სამხრეთის კარიბჭე“ და „JNews.ge“ დასახელდა. ამასთან ერთად, ფოკუს ჯგუფების წევრების თქმით, ინფორმაციას „ფეისბუქის“ საშუალებით 25,6%, ხოლო „ოდნოკლასნიკით“ საშუალებით 65,5% იღებს.

რა ინფორმაცია აქვთ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ევროინტეგრაციის შესახებ– MDF–ის კვლევა

„მედიის განვითარების ფონდის“კვლევა ხელისუფლებას, საერთაშორისო და ადგილობრივ, ასევე კვლევით ორგანიზაციებს, მედია საშუალებებს, არასამთავრობო და პროფესიულ ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკომენდაციებსაც სთავაზობს. სრული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

MDF-ის კვლევა რუსული პროპაგანდის შესახებ ეთნიკურ უმცირესობებში
‘რუსული სამყაროს’ პარტნიორების ჩამონათვალში ახალციხის უნივერსიტეტიცაა' – MDF
სამცხე–ჯავახეთში ეთნიკური უმცირესობები ინფორმაციას მათ ენაზე მიიღებენ
ქალები პოლიტიკაში და უმცირესობები არჩევნებში – საიას კვლევების შედეგები
‘მიიღე ინფორმაცია მშობლიურ ენაზე’ – ახალციხეში შეხვედრა გაიმართა
თვითმმართველობა და ხალხი – ახალციხეში კვლევის შედეგებს გაეცნენ
'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება