FM97.5 / LIVE

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: თებერვლის მეორე ნახევარში შესაძლოა მოიმატოს მომართვიანობამ

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.01.2017
ვირუსების გამო, მოქალაქეთა მომართვიანობის რიცხვმა თებერვლის მეორე ნახევარში შესაძლოა მოიმატოს, თუმცა ეს საგანგაშო არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: თებერვლის მეორე ნახევარში შესაძლოა მოიმატოს მომართვიანობამ

პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად წყნარი პერიოდია და ყოველ 100 ათას მოქალაქეზე მომართვიანობის მაჩვენებელი 200-300 ადამიანს შეადგენს, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით დაბალია.

”ვირუსული ინფექციების პიკი იყო გასული წლის დეკემბერში, როდესაც მომართვიანობა ყოველ 100 ათას მოქალაქეზე 400 ადამიანს შეადგენდა, თუმცა ეს პერიოდი გამოვიარეთ. შესაძლოა, გარკვეული აქტივობა თებერვლის მეორე ნახევარში კვლავ იყოს, თუმცა ეს საგანგაშო ნამდვილად არ არის”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, 2016 წელს ვირუსული ინფექციების გამო 4 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.

იმნაძის განხადებით, ამჟამად მედიკამენტებთან მდგრადი ბაქტერია ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაფიქსირებული, რაც საქართველოსთვის ამ ეტაპზე საშიში არ არის, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოშიც არ გახდნენ ბაქტერიები მედიკამენტებთან მდგრადები, იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ანტიბიოტიკების ზედმეტი დოზის მიღებისგან, ხოლო ვირუსული ინფექციების თავიდან არიდებისთვის დაიცვან ჰიგიენის ნორმები და ხშირად დაიბანონ ხელი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დეკემბრის ბოლოდან საქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას ვარაუდობენ
ახალციხეში ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა იმატა
ახალციხის კლინიკებში გრიპის ვირუსის გამო მიმართვიანობა გაიზარდა
'შებინდებისას ბავშვები სასეირნოდ არ გაიყვანოთ' - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
‘37 გრადუსი არ არის ის ტემპერატურა, რაზეც უნდა შევშფოთდეთ’ – პაატა იმნაძე
ექიმი გვირჩევს: ვირუსული ინფექციები [Video]
200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რაიმე დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? – პაატა იმნაძე