FM97.5 / LIVE

‘ნინოწმინდაში პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები დაფიქსირდა’ - ISFED

მთავარისიახლე, საზოგადოება, არჩევნები 08.09.2020
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიც მოხვდა. ანგარიშში წერია, რომ აგვისტოში, ნინოწმინდის მერიაში თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით მასობრივად გაათავისუფლეს.

‘ნინოწმინდაში პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები დაფიქსირდა’ - ISFED

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISEF) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს ახორციელებს. მესამე შუალედურ ანგარიშში ნინოწმინდის მერიაში განვითარებული მოვლენები ისე შევიდა, როგორც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება.

კერძოდ, ანგარიშში წერია, რომ ნინოწმინდის მერიაში, აგვისტოში, ჯამში სამსახური ამა თუ იმ მიზეზით 29 ადამიანმა დატოვა, კერძოდ, 22 თანამშრომელს, ვადის ამოწურვის შემდეგ, აღარ გაუგრძელდათ შრომითი ხელშეკრულებები, ხოლო კიდევ 6-მა თანამშრომელმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა დაკავებული თანამდებობა.

ანგარიშში მოყვანილია „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ მომზადებული სტატიაც - „გუბერნიიდან იყო მოთხოვნა, რომ სამსახურები დაგვეტოვებინა’ – ნინოწმინდის მერიაში განცხადებები დაწერეს“.

„გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებები პოლიტიკური ხასიათისაა, განსაკუთრებით მერის წარმომადგენლების შემთხვევაში, რადგან მათი უმეტესობა ღიად უჭერდა მხარს ენზელ მკოიანს და მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატის წარდგენის შემდეგ, შესაძლოა, მმართველ პარტიას ამ სოფლებში პრობლემები შექმნოდა. თუმცა, ისინი ღიად ლაპარაკს არ აპირებენ. მერის რამდენიმე წარმომადგენელი მონაწილეობას იღებდა მკოიანის მხარდამჭერ გადაცემაში, რომელიც ტელევიზია „ფარვანაში“ გავიდა“, - წერია ანგარიშში.

მათივე განმარტებით, მოგვიანებით, სამსახურიდან წასვლის შესახებ განაცხადა სპორტსკოლის დირექტორმა ანდრანიკ კარსლიანმაც, რომელიც, ასევე, მკოიანის ახლო მეგობარია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘გუბერნიიდან იყო მოთხოვნა, რომ სამსახურები დაგვეტოვებინა’ –  ნინოწმინდის მერიაში განცხადებები დაწერეს
საია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს
პირადი თუ პოლიტიკური მოტივი - რატომ დატოვა ნინოწმინდის პოლიცია თანამშრომელმა
ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით და საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლა – სამცხე–ჯავახეთი ISFED-ის მეოთხე ანგარიშში
'სამართლიანმა არჩევნებმა' მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
წინასაარჩევნო დარღვევები სამცხე–ჯავახეთში – ISFED–ის მესამე ანგარიში
დარღვევები სამცხე–ჯავახეთში, რომლებიც  ISFED-ის ანგარიშში მოხვდა