FM97.5 / LIVE

ნინოწმინდაში მომთაბარე მწყემსებთან მომხდარი ჩხუბის შედეგად 11 პირი დააკავეს

მთავარისიახლე, სამართალი 24.08.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ნინოწმინდაში, გუშინ 23 აგვისტოს მომხდარ ჩხუბზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს, დაკავებულია 11 პირი.

dapirispireba-ninowmindashi

უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულებს შორის არიან, როგორც თორიაში მცხოვრები ახალგაზრდები, ასევე მომთაბარე მწყემსები.

საძოვრის გამო ჩხუბი ნინოწმინდაში, სოფელ თორიაში გუშინ, 23 აგვისტოს მოხდა.

დაკავებულების ახლობლები დილიდან ნინოწმინდის პოლიციის შენობასთან არიან შეკრებილები.

"ვითხოვთ სამართლიან გამოძიებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ჯავახეთი ფეხზე დადგება. თუ არ გამოიძიებენ ჩვენ თვითონ გადავწვყვეტთ ამ საკითხს და არცერთი მომთაბარე მწყემსი არ დარჩება აქ. თვითონ [მწყემსები] არმატურით და შეშით წამოვიდნენ ჩხუბზე, ჩვენ არ ველოდით, ცარიელი ხელებით დავიცავით თავი, ერთი ახალგაზრდა უმძიმეს სიტუაციაშია. ჩვენი მოთხოვნაა გაათავისუფლონ ჩვენი ახალგაზრდები, თუ ერთ-ერთი მაინც დაჯარიმდება ჩვენ–ჩვენი მეთოდებით გადავწყვეტთ საკითხს", – აცხადებს სოფელ თორიაში მცხოვრები ერთ–ერთი ახალგაზრდა.

მომხდარზე გამოძიება შსს–მ 126–ე და 225 –ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობასა და მის ორგანიზებას გულისხმობს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში საძოვრების გამო მომხდარი ჩხუბის შედეგად საავადმყოფოში 5 პირი შეიყვანეს
ნინოწმინდაში დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლების მოთხოვნით ადგილობრივები აქციას მართავენ
ნინოწმინდაში დაპირისპირებისას დაკავებულ 11 პირს პატიმრობა შეეფარდა
7 დაშავებული და 11 დაკავებული – რატომ დაიწყო დაპირისპირება მწყემსებსა და ნინოწმინდელებს შორის
აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]
'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]
ახალქალაქის მერიასთან სოფელ ოლავერდის მოსახლეობამ აქცია გამართა