FM97.5 / LIVE

7 დაშავებული და 11 დაკავებული – რატომ დაიწყო დაპირისპირება მწყემსებსა და ნინოწმინდელებს შორის

მთავარისიახლე, შემთხვევა 25.08.2020
კახეთიდან ჩამოსული მწყემსები ამბობენ, რომ თორიას მცხოვრებლებმა სოფლის საძოვრებით სარგებლობის სანაცვლოდ იმაზე მეტი ცხვარი მოითხოვეს, რაზეც შეთანხმებულები იყვნენ. დაპირისპირება მომთაბარე მწყემსებსა და ადგილობრივებს შორის ამის გამო დაიწყო.

toria-momtabareebi-2
სოფელ თორიას საძოვრებზე ჩხუბი, სადაც შვიდი ადამიანი დაშავდა, 11 კი პოლიციამ დააკავა, 23 აგვისტოს მოხდა.

მომთაბარე მწყემსები ამბობენ, რომ დაპირისპირების დღეს სოფელ თორიას მცხოვრებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. შედეგით უკმაყოფილო ახალგაზრდებმა კი ისინი სცემეს.

„ჩვენ თითქმის ყოველ წელს მოგვყავს ცხვარი ნინოწმინდის საძოვრებზე, ადგილობრივების ტერიტორიაზე თივის აღების შემდეგ შევდივართ, სანაცვლოდ კი 2 ცხვარს ვაძლევთ–ხოლმე. წელს ხუთი, ზოგმა კი მეტი ცხვარი მოითხოვა, ჩვენ უარი ვუთხარით ეს არ ესიამოვნათ და ამიტომ დაიწყეს ჩხუბი. პირველად ერთ–ერთი მწყემსის დის შვილს დაარტყეს, მერე სხვებიც მოეშველნენ, 40 მანქანით იყვნენ მოსული. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ სულ ექვსი ოჯახი ვართ, რამდენი კაცი ვიქნებოდით?! ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ, იმედია მოვრიგდებით და პრობლემა აღარ იქნება“, – ამბობენ „სამხრეთის კარიბჭესთან“ მომთაბარე მწყემსების ოჯახის წევრები.

საპირისპიროს ამტკიცებენ სოფელ თორიას მოსახლეობა, მათი თქმით, მომთაბარე მწყემსების ფარამ საძოვრები ფაქტობრივად გაანადგურა. ჩხუბი კი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, როცა მწყემსებმა, სიტყვიერი შელაპარაკების დროს, მათთან მყოფ არასრულწლოვანს ცხვირში დაარტყეს.

სოფელში ამბობენ რომ მწყემსები ჯოხებითა და არმატურებით იყვნენ შეიარაღებულები, მათ კი თან არაფერი ჰქონდათ.

„რატომ გვიშლით თქვენი საძოვრებით სარგებლობასო და 14 წლის ბიჭს დაარტყეს, ამის მერე დაიწყო ჩხუბი. მერე ამ ბიჭის მამა დააკავეს. ჩვენები მათთან შესახვედრად ცარიელები წავიდნენ, არაფერი იარაღის მსგავსი არ ჰქონდათ, იმათ კიდევ ჯოხები და არმატურები ჰქონდათ“, - ამბობს სოფელ თორიას მკვიდრი ოვანეს ანტონიანი.

ანტონიანის მსგავსად, იგივეს ჰყვებიან მისი თანასოფლელები: „რა უნდათ ჩვენს საძვრებზე? ამ პანდემიის გამო რუსეთში ვერ მივდივართ და ერთადერთი სარჩო ისაა, რომ საქონელს მივხედოთ. ყოველ წელს მიდიან კაცები და თივა ჩამოაქვთ, წელს კი ცხვრებმა გადაჭამეს, თავი რით ვირჩინოთ?!“

ადგილობრივები უარყოფენ იმ ფაქტს, რომ საძოვრების სანაცვლოდ მწყემსებისგან ცხვრები მოითხოვეს.

სოფელ თორიას საძოვრები დასახლებიდან დაახლოებით 40 კილომეტრშია, დაპირისპირებაც სწორედ იქ მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადგილობრივი და რვა მწყემსი დააკავეს.

სხვადასხვა დაზიანებებით ნინოწმინდის სამედიცინო დაწესებულებაში შვიდი პირი შეიყვანეს, აქედან რამდენია მწყემსი, ან თორიაც მკვიდრი, ჩვენთვის უცნობია.

კლინიკაში გვითხრეს, რომ შვიდივე მათგანს თავსა და კიდურებზე მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ კი გაწერეს: „თავიდან ხუთი შემოიყვანეს, შემდეგ კი ორი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, როგორც ვიცი შვიდიდან არასრულწლოვანი მხოლოდ ერთია“.

შსს–მ 23 აგვისტოს მომხდარი ჩხუბის შედეგად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური ძალადობის მუხლებით დაიწყო, დაკავებულია 11 პირი.

დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით თორიას მოსახლეობა ნინოწმინდის პოლიციასთან გუშინ, 24 აგვისტოს შეიკრიბა.

სამცხე–ჯავახეთში მომთაბარე მწყემსებთან დაპირისპირების ეს პირველი შემთხვევა არ არის, მიმდინარე წლის 24 ივნისს და 10 ივლისს ახალციხეში 13 სოფლის მოსახლეობამ აქცია გამართა, ისინი მათი საძოვრებიდან მომთაბარე მწყემსების გაყვანას ითხოვდნენ.

sofeli-toria

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში დაპირისპირებისას დაკავებულ 11 პირს პატიმრობა შეეფარდა
ნინოწმინდაში დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლების მოთხოვნით ადგილობრივები აქციას მართავენ
ნინოწმინდაში საძოვრების გამო მომხდარი ჩხუბის შედეგად საავადმყოფოში 5 პირი შეიყვანეს
ნინოწმინდაში მომთაბარე მწყემსებთან მომხდარი ჩხუბის შედეგად 11 პირი დააკავეს
აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]
ნინოწმინდაში სოფელ თორიას მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს
სოფელ თორიას სადავო ტერიტორიაზე თიბვის პროცესი შეაჩერეს