FM97.5 / LIVE

რეგიონ ლიგაში სამცხე–ჯავახეთიდან 4 გუნდი იასპარეზებს – სეზონი იწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.08.2020
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში, სამცხე–ჯავახეთის სამი მუნიციპალიტეტის ოთხი გუნდი ითამაშებს, პირველი მატჩები გუნდებს 19 და 20 აგვისტოს ექნებათ.

რეგიონ ლიგაში სამცხე–ჯავახეთიდან 4 გუნდი იასპარეზებს – სეზონი იწყება

საფეხბურთო სეზონი რეგიონ ლიგაში პანდემიის გამო დაგვიანებით, 19 აგვისტოდან დაიწყება. მასში მონაწილეობას სამცხე–ჯავახეთიდან ბორჯომის კლუბი „თორი“, ახალქალაქის „აბული“, ახალციხის „მესხეთი“ და „სამცხე“ მიიღებენ, მათ შორის სამი, რეგიონ ლიგაში გასულ წელსაც ასპარეზობდა, რაც შეეხება ახალციხის „სამცხეს“ ის ტურნეს როგორც დებიუტანტი, ისე შეუერთდება.

კლუბი გასულ წელს ახალციხის სპორტული სკოლის ბაზაზე დაფუძნდა და მას ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს, რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი დაფინანსებას საქართველოს ფეხურთის ფედერაციისგან იღებდნენ.

რეგიონული ლიგის გარდა, სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის გუნდები კიდევ ორ ტურნირზე ასპარეზობენ, მათ შორის ყველაზე მაღალ ლიგაზე ბორჯომის „ბორჯომია“, რომელიც გასულ წელს საქართველოს 3–ე ლიგაზე ასპარეზობდა, მიმდინარე წლიდან კი მეოთხე ლიგაზე ჩამოქვეითდა.

უკვე მეორე წელია, რაც სამცხე–ჯავახეთის გუნდი ქალთა ლიგაშიც ჰყავს. ადგილობრივი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა კლუბმა „ზარზმამ“ სეზონის პირველი მატჩი უკვე ჩაატარა, სადაც კლუბ „მართვესთან“ ანგარიშით 5–1 დამარცხდა.

სულ რეგიონიდან სხვადასხვა ტურნირზე ფეხბურთის 6 გუნდი მონაწილეობს.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ დაიწყეს სეზონი სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო კლუბებმა
ახალციხის ‘სამცხემ’ რეგიონ ლიგაში მესამე თამაში მოიგო
ბორჯომის საფეხბურთო კლუბი ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობით დაიწყებს
‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა
‘მესხეთმა’ გადამწყვეტი მატჩი მოიგო - რეგიონული ლიგა დასრულდა
სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო გუნდებმა ჩემპიონატის პირველი მატჩები გამართეს
კლუბი 'ზარზმა' - ქალთა უმაღლესი ლიგის დებიუტანტები სამცხე-ჯავახეთიდან