FM97.5 / LIVE

კლუბი 'ზარზმა' - ქალთა უმაღლესი ლიგის დებიუტანტები სამცხე-ჯავახეთიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.08.2019
საფეხბურთო კლუბი „ზარზმა“ სამცხე-ჯავახეთში პირველი და ერთადერთი გუნდია, რომელიც ქალთა უმაღლეს ლიგაში მონაწილეობს. გუნდში სულ 28 გოგონაა. მათგან ყველაზე უფროსი კი 19 წლისაა. კლუბი რეგიონალურ ჩემპიონატში 2012 წლიდან თამაშობს, უმაღლეს ლიგაში კი წელს პირველად მონაწილეობს.

კლუბი 'ზარზმა' - ქალთა უმაღლესი ლიგის დებიუტანტები სამცხე-ჯავახეთიდან

ნიკა მაისურაძე რეგიონში ყველაზე ახალგაზრდა ტრენერია. ის კლუბ „ზარზმას“ გოგოებს ყოველდღიურად ავარჯიშებს.

„გუნდის უმაღლეს ლიგაში თამაში უკვე დიდი მიღწევაა, ახლა კი საჭიროა უფრო მეტი შრომა და მონდომება, რომ ლიგაზე თამაში სამომავლოდაც დაივიმსახუროთ, გარკვეული მიღწევები უკვე გვაქვს, თუნდაც ის, რომ ნაკრების ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთ მატჩში ორი გოლის გატანა მოვახერხეთ, რაც დებიუტანტი გუნდისთვის საკმაოდ კარგი შედეგია“.

ამ ეტაპზე, გუნდის მთავარი გამოწვევა, თასის გათამაშებაში გამოცდილ მეტოქესთან- ქუთაისთან მატჩის მოგებაა, რითაც გუნდი გათამაშების შემდეგ ეტაპზე გადავა.

„ერთი მთავარი და რეალისტური მიზანი, ამჟამად ის გვაქვს, რომ თასის გათამაშებაში, რაც შეიძლება მეტად მივუახლოვდეთ ფინალს“, - ამბობს ნიკა.

„ზარზმას“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფონდი აფინანსებს წელიწადში 12 500 ლარით, რაც გუნდის მგზავრობას და კვებას ხმარდება, ფეხბურთელებისთვის კი მთავარი მამოტივირებელი - ენთუზიაზმი და ფეხბურთის სიყვარულია.

კლუბი 'ზარზმა' - ქალთა უმაღლესი ლიგის დებიუტანტები სამცხე-ჯავახეთიდან

ქალთა ფეხბურთი სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება, უფრო დიდ სიმაღლეებზე ასვლა კი, ენთუზიაზმის გარდა კიდევ მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, სწორედ ამ საკითხებზე საუბრობს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთში, გელა მაისურაძე, რომელიც კლუბ „ზარზმას“ ხელმძღვანელობს. ის კლუბის თამაშით კმაყოფილია და დიდ იმედებს ამყარებს სამომავლოდ გოგონათა გუნდზე.

„ქალთა ლიგაში თამაში უკვე დიდი მიღწევაა ასეთი ახალგაზრდა კლუბისთვის, მიუხედავად ბევერი წაგებული მატჩისა, გოგონებმა შეძლეს და ორი ფრე ითამაშეს საკმაოდ გამოცდილ გუნდებთან. გარდა ამისა ისინი მხოლოდ მოტივაციით თამაშობენ და არანაირი ჰონორარი არ აქვთ“ -ამბობს გელა მაისურაძე.
კლუბის დაფინანსების ინიციატივით ჯერ–ჯერობით არავინ გამოსულა, თუმცა გელა მაისურაძეს მუნიციპალიტეტების იმედი აქვს.

„ვგეგმავთ მუნიციპალიტეტებთან მოლაპარაკებას დაფინანსების შესახებ. ვინაიდან რეგიონში ერთადერთი კლუბი ვართ, კარგი იქნება თითოეულმა მუნიციპალიტეტმა რომ გარკვეული თანხა გამოგვიყოს, ჯერ–ჯერობით არავის გამოუთქვამს სურვილი დაფინანსების, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ რომ მუნიციპალიტეტებთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება“ - ამბობს გელა მაისურაძე.

შემდეგი მატჩი გუნდს თასის გათამაშებაზე, 10 აგვისტოს აქვს ქუთაისის გუნდთან, ამის შემდეგ კი, სექტემბერში ქალთა ლიგის სამი ტური დარჩათ სათამაშო, სეზონის დასრულებამდე.გუნდი ამჟამად ლიგაში ბოლო, მეათე ადგილს იკავებს.

კლუბი 'ზარზმა' - ქალთა უმაღლესი ლიგის დებიუტანტები სამცხე-ჯავახეთიდან

[რობიზონ ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მესხეთმა ‘ რეგიონულ ლიგაში თამაში დაიწყო
რეგიონ ლიგაში სამცხე–ჯავახეთიდან 4 გუნდი იასპარეზებს – სეზონი იწყება
საფეხბურთო კლუბ ‘მესხეთს’  დაშლა ემუქრება
'მესხეთის' პრეზიდენტი: ფინანსური პრობლემების გამო გუნდი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა
‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა
ახალციხის ‘სამცხემ’ რეგიონ ლიგაში მესამე თამაში მოიგო
შეინარჩუნებს თუ არა ‘თორი’ რეგიონულ ლიგაში თამაშის უფლებას