FM97.5 / LIVE

‘სუს–ს ბევრი ინფორმაცია პირადად მივაწოდე’– დეპუტატი ბორჯომის პირველი პირების დაკავებაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 29.02.2020
ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი გიუაშვილი აცხადებს, რომ მერის და საკრებულოს თავმჯდომარის უკანონო ქმედებებზე ინფორმაცია სუს–ს არაერთხელ მიაწოდა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად, საკრებულოს სხვა დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.

‘სუს–ს ბევრი ინფორმაცია პირადად მივაწოდე’– დეპუტატი ბორჯომის პირველი პირების დაკავებაზე

„მერის და საკრებულოს თავმჯდომარეზე, ძალიან ბევრი ინფორმაცია,საჩივრის სახით, პირადად მაქვს გაგზავნილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ყველაფერი მაქვს აღწერილი, როდის და რა ფართები გასცეს სამეგობროსა და საახლობლოზე. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა უშიშროებამ იცის. ზაფხულიდან მოყოლებული მე ამის რამდენიმე მცდელობა მქონდა“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა გიორგი გიუაშვილმა.

მისი თქმით, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის შემდეგ, სხვა დეპუტების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.

„დეპუტატები, რომლებიც ამ უკანონობაზე წევდნენ ხელს უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემული. მსგავსი ერთ–ერთი საკითხი გადიოდა გუშინდელ საკრებულოს სხდომაზე, ააწევინეს ხელი, მიაღებინეს გადაწყვეტილება. ეს საკითხი იყო გადამწყვეტი, დაელოდნენ საკრებულოს სხდომას და შემდეგ დააკავეს მერი და თავმჯომარე“, – ამბობს გიუაშვილი.

რაც შეეხება ბორჯომის საკრებულოში სხვა ოპოზიცური პარტიის დეპუტატებს, ისინი აცხადებენ, რომ მათთვის ეს ინფორმაცია მოულოდნელი იყო.

„ზოგადად კორუფცია და ნეპოტიზიმი უცხო რომ არაა დღევენდელი ხელისუფლებისთვის, ეს ნათელია. წახალისებულია კორუფცია უფრო მაღალ ეშელონებში. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ხელის შეხოცვა. გაწირეს ხალხის დასანახად, დაბალ რგოლზე გადატეხეს და ხალხს დაანახეს ვითომ კორუფციას ებრძვიან", – განაცხადა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ბაქარ შირაძე.

„კონკრეტულად რამე საეჭვრო არ დამინახავს. პირიქით, ისე დახატავდნენ, რომ განაშენიანებაა, სკვერი კეთდდება, ის კეთდება, მოგეწონებოდა", – განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ბაკურ გელაშვილმა.

დიდი ოდენობის ქრთამის აღების და უკანობო მშენებლობის მფარველობითვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბორჯომის მერი, ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გოგიჩაიშვილი გუშინ, 28 თებერვალს დააკავეს. მათთან ერთად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, დაპატიმრებულია ლიპარტიას მეგობარი და ბიზნესმენი გ.უ.

ხელმძღვანელი პირების დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ ბორჯომის მერიაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მათ მხოლოდ ის ინფორმაცია აქვთ, რაც სუს–მა გავრცელა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს
ვინ შეასრულებს ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობებს
სუს–ში ადასტურებენ ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებას – ბრიფინგი უწყებაში [ვიდეო]
‘თანამდებობა არაა ინდულგენცია’- ცქიტიშვილი ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებაზე
ოპოზიცია ბორჯომის მერიასა და საკრებულოში აუდიტის შესვლას ითხოვს
ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ბორჯომის მერიაში საკრებულოს დეპუტატებს არ უშვებენ[Video]