FM97.5 / LIVE

ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.08.2020
8 აგვისტოს, ახალქალაქისა და გულიკამის ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, საავადმყოფოში სულ სამი პირი შეიყვანეს. მათგან ერთი უკვე გარდაცვლილი იყო. ორი კი ბინაზეა გაწერილი.

ახალქა
როგორც ახალქალაქის საავადმყოფოში განმარტავენ, 8 აგვისტოს მათთან შეყვანილი სამი დაშავებულიდან, ერთი გულიკამის მკვიდრი 27 წლის კაცი იყო. მისი გადარჩენა სამედიცინო დაწესებულებაში ვერ შეძლეს.

„სულ სამი შემოიყვანეს. მათგან ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, დანარჩენი ორი კი გავწერეთ“, – ამბობს საავადმყოფოს ხელმძღვანელი ალექსანდრ თოროსიანი.

სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ კიდევ ორი დაშავებულებიდან, ერთს ტრამვა ხერხემალზე ჰქონდა. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და დღეს, 9 აგვისტოს საკუთარი სურვილით გაეწერა კლინიკიდან; „ეს კაცი რუსეთის მოქალაქეა და რადგან ჩვენი კლინიკა არის კერძო, უნდა გადაეხადა ყოველდღე 900 ლარი. ამიტომ გადაწყვიტა, რომ სახლში გააგრძელოს მკურნალობა და დღეს გავწერეთ. კიდევ ერთი პაციენტი იყო, რომელსაც დაზიანება მხოლოდ ხელზე ჰქონდა, ეტყობა მუშტი დაარტყა რამე მყარ საგანს. ის მაშინათვე გაეწერა საავადმყოფოდან“, – ამბობენ კლინიკაში.

ახალქალქის ცენტრალურ პარკთან დაპირისპირება გუშინ, 8 აგვისტოს მოხდა. ჩხუბისას ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 27 წლის ახალგაზრდა.

ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები ახალქალაქის მერიის შენობაზე დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ ასახა. კადრებში ჩანს, როგორ უპირისპირდება ორი მხარე ერთმანეთს, შემდეგ კი როგორ ისვრის ერთი ადამიანი მეორეს მისამართით. დაჭრილი თავისსავე ახლობლებს „ვილისის“ მარკის ავტომობილით კლინიკაში გადაჰყავთ. მკვლელობის დროს ტერიტორიაზე სამართალდამცავები არ იმყოფებიან.

ამ დროისთვის შსს–ს მხოლოდ ერთი პირი ჰყავს დაკავებული, კადრებში კი ჩანს, რომ ჩხუბში 50–ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილის ახლობლებმა ბრალდებულის სასტუმრო და ოთხი საცხოვრებელი სახლი დაწვეს, დააზიანეს ორი ავტომობილიც.

ოთხი სახლიდან ორი ბრალდებულის ოჯახს ეკუთვნის.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ავარიისას დაშავებული ერთი პირი საავადმყოფოდან გაწერეს
დანით დაჭრილი ბიჭებიდან კლინიკაში ერთი მათგანი რჩება
ჩხუბში მძიმედ დაშავებული კაცი კლინიკიდან გაწერეს
ახალქალაქში დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა
სამცხე–ჯავახეთში პიროტექნიკით 9 პირი დაშავდა
ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - ავარია ახალციხე-აბასთუმნის გზაზე
ხერთვისთან დაშავებული ოთხი მგზავრიდან სამი კლინიკიდან გაწერეს