FM97.5 / LIVE

მთავრობის ინიციატივა კომპენსაციებზე და NGO-ების შეფასებები

მთავარისიახლე, პოლიტიკა 07.08.2020
პიარის ელემენტები, პარტიისა და მთავრობის გამიჯვნა – არასამთავრობო სექტორი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ სოციალური დახმარების ახალ პაკეტზე საუბრობს.

მთავრობის ინიციატივა კომპენსაციებზე და NGO-ების შეფასებები

მთავრობა, კორონავირუსის პერიოდში, მოქალაქეების კომპენსაციის ფარგლებში 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას გასცემს 0–დან 17 წლამდე ყველა ბავშვზე, მოხდება კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ასევე, კომპენსაციას მიიღებენ ის თვითდასაქმებულებიც, რომლებსაც არასრული დოკუმენტაცია ჰქონდათ და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის სწავლის საფასური აუნაზღაურდებათ.
მთავრობის ეს გადაწყვეტილება ემთხვევა 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდს.

„დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი, გია ანდღულაძე, ამბობს რომ ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს რომ აქვს კონკრეტული გეგმა მოსახლეობის დახმარების და გააქარწყლოს ის ეჭვი, რაც ადამიანებს უჩნდებათ, რომ ეს არის წინასაარჩევნო ამბავი.

„ამ წუთში ვერ ვიტყვი რომ მთავრობის პროგრამას მოსყიდვის სახე აქვს, თუმცა აშკარად იძენს პიარის ელემენტებს. ფულის დარიგება კრიზისიდან ვერ გამოიყვანს მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას. ეს არის კონკრეტულ ადამიანებზე მცირედი დახმარება, რომელიც არანაირად არ იმოქმედებს კრიზისიდან გამოსვლაზე“.

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, მარტივი არ არის ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ სოციალური დახმარების პაკეტის შეფასება, რადგან შემთხვევაც არ არის მარტივი.

"ერთის მხრივ, რომ არ ყოფილიყო პანდემია, რა თქმა უნდა, გვექნებოდა კრიტიკული შეფასებები. წელს გვაქვს უპრეცედენტი შემთხვევა, პანდემიის გამო ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, სამსახური, ეკონომიკა მცირდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ დრამატულად არ ვუყურებთ ამ პროგრამებს და ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია მთავრობა ბიუჯეტიდან, შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმაროს იმათ, ვისაც შეუმცირდა შემოსავალი და გაუჭირდა", – ამბობს ლევან ნატროშვილი.

მისივე თქმით, რა დახმარებებიც წარმოადგინა მთავრობამ ჯდება ლოგიკურ ჩარჩოში.

"ჩვენც ძაან გვიჭირს რომ ცალსახა პოზიცია გვქონდეს ამ თემასთან დაკავშირებით, ერთის მხრივ, არჩევნებზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს იმ მხრივ, რომ მნიშვნელოვან უპირატესობის მოპოვებას შეძლებს სახელისუფლებო პარტია, მეორეს მხრივ გვესმის რეალობა, რომ ქვეყანაში ადამიანებს რეალურად უჭირთ, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ნეიტრალურად შევაფასოთ ეს პროექტები. მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველმაც და ხელისუფლებამაც გაიაზროს – ეს თანხა არის გადასახადებიდან შესული ფული და ეს არ არის პარტიის ფული, გამიჯვნა უნდა შევძლოთ მთავრობისა და პარტიის“.

ასოციაცია „ტოლერანტის“ დირექტორის, ცირა მესხიშვილის აზრით, ევროპის ქვეყნებში ძალიან სერიოზული დახმარებები გაიცა მოსახლეობაზე პანდემიასთან დაკავშირებით და ამაში არაფერია გასაკვირი.

"ყველა სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს თავის მოსახლეობას“, – ამბობს ცირა მესხიშვილი და ამატებს – „მაგრამ ბუნებრივია გაჩნდა ეჭვი, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ გაკეთებული. დიახ, იქნება ეჭვი და არ უნდა ეწყინოს ხელისუფლებას. რამდენიმე თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და ეჭვი იქნება ოპონენტების მხრიდანაც. მე პირადად, სოციალურ დახმარებებში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ“.

[გულო კოხოძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

300 ლარიან დახმარებას ის თვითდასაქმებულებიც მიიღებენ, ვინც დოკუმენტაცია სრულად ვერ შეაგროვა
,... 150 ლარი არ არის საკმარისი, ...  იქნება უფრო მეტი’ – გახარია
სოციალურად დაუცველი თვითდასაქმებულებიც მიიღებენ ერთჯერად დახმარებას – თამარ ბარკალაია
უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში 200 ლარით დავეხმარებით – გახარია
პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებზე  თანხის გაცემა მაისიდან დაიწყება
სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება
რა გავლენას მოახდენს ახალქალაქის მოვლენები მეორე ტურზე – NGO-ების შეფასებები