FM97.5 / LIVE

‘ჭორია, არავის დავუსახელებივარ’ - იქნებიან თუ არა ჩიტაშვილი და რაისიანი ენმ-ს კანდიდატები

მთავარისიახლე, პოლიტიკა 07.08.2020
გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სამცხე-ჯავახეთში ვაჟა ჩიტაშვილი და მელიქ რაისიანი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები იქნებიან, ჩიტაშვილი ჭორს უწოდებს და ამბობს, რომ არც პოლიტსაბჭოს სხდომაზე ყოფილა და არც მაჟორიტარობის შეთავაზება მიუღია. საკითხზე მეტად ინფორმირებულია რაისინი და ადასტურებს, რომ ენმ-ს კანდიდატი ნამდვილად იქნება.

CHITASDHVILI_RAISIANI

6 აგვისტოს, საინფორმაციო სააგენო "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ 2020 წლის არჩევნებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილის ვინაობა ცნობილი გახდა.

მათ შორის არიან კანდიდატები სამცხე-ჯავახეთის ოლქებიდან. კერძოდ,

ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში - ვაჟა ჩიტიშვილი

ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში - მელიქ რაისიანი

აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს ვაჟა ჩიტაშვილი და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ნამდვილად არის, თუმცა კანდიდატად დასახელების შესახებ მასთან საუბარი არ ყოფილა: „არაფერი მსგავსი არ შემოუთავაზებიათ, ეს არის ჭორი. არ დავუსახელებივარ არავის. არც პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვყოფილვარ, ისიც კი არ ვიცი როდის გაიმართა“.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ პარტია მაჟორიტარობის კანდიდატობას შესთავაზებს, იფიქრებს, თუმცა თავს არცერთი პარტიის წევრად მოიაზრებს: „თუ შემომთავაზებენ, არ ვიცი, დავფიქრდები, არ ვარ არცერთი პარტიის წევრი, მანდატი ჯიბეში არ მდებია არასდროს. მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუჭერ მხარს“ – გვითხრა ვაჟა ჩიტაშვილმა.

ჩიტაშვილისგან განსხვავებით, გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს მელიქ რაისინი და ამბობს, რომ 6 აგვისტოს პოლიტსაბჭოს სხდომაზე თავადაც იმყოფებოდა და მაჟორიტარობის კანდიდატად ნამდვილად დაასახელეს: „გუშინ გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში სხდომა, სადაც ჯავახეთის ოლქში მე დამასახელეს, სამცხის ოლქში კი, ვაჟა ჩიტაშვილი“, - განმარტა „სამხრეთის კარიბჭესთან“ რაისიანმა.

ასე გამოიყურება "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარების კანდიდატების სრული სია :

ნიკა მელია - თბილისი (გლდანი)

ლევან ხაბეიშვილი - თბილისი (სამგორი)

დავით კირკიტაძე - რუსთავი

გრიგოლ ვაშაძე - ქუთაისი

აზერ სულეიმანოვი - მარნეული

ხატია დეკანოიძე - თერჯოლა-ტყიბული-ზესტაფონი-ბაღდათი

ლევან ბეჟაშვილი - გურაჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯო

გიორგი ბოტკოველი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი

ბადრი ბასიშვილი - გორი-კასპი

ვაჟა ჩიტიშვილი - ახალციხე-ადიგენი-ასპინძა- ბორჯომი

მელიქ რაისიანი - ახალქალაქი-ნინოწმინდა

დევი ჭანკოტაძე - სამტრედია- წყალტუბო

ჯერ-ჯერობით უცნობია, წარადგენს თუ არა პარტია მაჟორიტარებს დანარჩენ ოლქებში.

სამცხეში, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატად ვანო მერაბიშვილი სახელდებოდა, თუმცა მან 3 აგვისტოს განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ენმ-მ მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა
'ჩემი კანდიდატურა განიხილება' – ვაჟა ჩიტაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე
‘ნაციონალები’ ხვალ სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარებს წარადგენენ
'ევროპული საქართველო' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს
რომელ კომპანიებს ფლობენ ენმ-ს კანდიდატები სამცხე-ჯავახეთიდან - კვლევა
‘ვანო მერაბიშვილს მხარს არ დავუჭერთ’ – ‘ლელო’
‘ევროპელების’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში სავარაუდოდ ზურა ჩილინგარაშვილი იქნება