FM97.5 / LIVE

საღამოს ტბაში კუნძულის მოტყუებით დაუფლების საქმის განხილვა იწყება

მთავარისიახლე, სამართალი 20.09.2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძაში მცხოვრებ ე.კ–ს საღამოს ტბაში მდებარე კუნძულის ყალბი დოკუმენტის გამოყენებით დარეგისტრირებას ედავებიან. ახალციხის სასამართლოში სხდომა პირველ ოქტომბერსაა ჩანიშნული.

საღამოს ტბაში კუნძულის მოტყუებით დაუფლების საქმის განხილვა იწყება

საღამოს ტბის კუნძულის პირველი მესაკუთრე, 1951 წელს დაბადებული ე. კ–ია. მან ტბაში მდებარე 1 807 კვ.მ. ფართობი 2012 წლის 19 დეკემბერს დაირეგისტრირა. 26 დეკემბერს კი, ნასყიდობის ხელშეკრულებით, საჯარო რეესტრმა კუნძული ვ. წ–ს დაურეგისტრირა, რომელიც ასევე სოფელ განძაში ცხოვრობს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებით და მათი გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ე.კ პასუხისგებაში მისცა.

„გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2018 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362–ე მუხლის პირველი ნაწილით, ბრალდებულის სახით პასუხისმგებლობაში მიეცა პირი, რომელმაც ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და ყალბი ცნობის გამოყენებით, საკუთრებაში დაირეგისტრირა ნინოწმინიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ–ერთ ტბაში არსებული 1 807 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი (კუნძული)“, – განგვიცხადეს უწყებაში.

ამავე საქმეზე კიურეღიანთან ერთად პასუხისგებაში მიეცა ყალბი საკადასტრო ნახაზის დამამზადებელი პირიც. ორივე ბრალდებულს, სასამართლოს მიერ აღკვეთი ღონისძიების სახით, შეეფარდა გირაო 5-5 ათასი ლარის ოდენობით.

მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობით დაყადაღებულია.

ახალციხის რაიონული სასამართლო ორივე ბრალდებულზე, სისხლის სამართლის საქმეს, ცალ–ცალკე განიხილავს. ე. კ–ის სასამართლო სხდომა პირველ ოქტომბერსაა ჩანიშნული.

[თორნიკე ზაზაძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში მოქალაქემ საღამოს ტბაში არსებული კუნძული უკანონოდ დაირეგისტრირა
ნინოწმინდაში ქონების მოტყუებით დაუფლებისთვის ერთი პირი დააკავეს
ხის მასალის უკანონო გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე  პასუხისგებაში 12 პირი მიეცა
ადიგენში, სახელმწიფო მიწის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პირი დააკავეს
2018 წელს დოკუმენტების გაყალბების 176 ფაქტი გამოვლინდა
ყალბი 100-ლარიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ყალბი 100 დოლარიანების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს