FM97.5 / LIVE

'ქართუმ' ერთი შენობის სანაცვლოდ სახელმწიფოსგან 50 ათას კვ.მ-მდე მიწა მიიღო

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.06.2020
ბიძინა ივანიშვილის ბანკმა და ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწის ნაკვეთები გაცვალეს. გარიგების მიხედვით, ბაკურიანში, დიდველის საბაგიროსთან მდებარე შენობის სანაცვლოდ სახელმწიფომ, ივანიშვილის კომპანიას, ბაკურიანში, აბასთუმანში, ბათუმსა და მცხეთაში ჯამში 14–ჯერ დიდი ტერიტორია გადასცა. სახელმწიფომ 49 255 კვ.მ მიწა „ქართუს“ 3 445 კვ.მ-ში გაუცვალა.

 'ქართუმ' ერთი შენობის სანაცვლოდ სახელმწიფოსგან 50 ათას კვ.მ-მდე მიწა მიიღო

როგორც სახელმწიფო ქონების სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, ნაკვეთების გაცვლის შესახებ თანხმობა საქართველოს მთავრობამ გასცა 2020 წლის 21 თებერვლის N359 განკარგულებით, თუმცა ეს განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე ატვირთული არაა.

ქონების გაცვლის ხელშეკრულება ბანკ „ქართუსა“ და ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის წელს, 26 თებერვალს გაფორმდა. შენობა, რომლის სანაცვლოდაც სახელმწიფომ 49 255 კვ.მ ტერიტორია დათმო, ბაკურიანში, დიდველის საბაგიროსთან მდებარეობს. როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ ქონების ეროვნულ სააგენტოში უპასუხეს, გაცვლა სახელმწიფოს ინიციატივა იყო და ამ ტერიტორიას 2023 წლის სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ამზადებენ.

 'ქართუმ' ერთი შენობის სანაცვლოდ სახელმწიფოსგან 50 ათას კვ.მ-მდე მიწა მიიღო

„შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელშეწყობით 2023 წელს ბაკურიანში ტარდება სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩატარებისთვის კომპანიის მიერ მიმდინარეობს კურორტ ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე (ახალი დიდველი) 3 (სამი) ახალი საბაგირო გზის, მასთან დაკავშირებული სასრიალო არეალებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. აღნიშნული საბაგიროები, სასრიალო ტრასები და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა სხვა მიწის ნაკვეთებთან ერთად ხვდება ასევე N64.30.04.751 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ მოთხოვნილ იქნა ხსენებული უძრავი ქონების კომპანიის საკუთრებაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა, შემდგომში კურორტ ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატისთვის დადგენილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროექტის სრულფასოვნად განხორციელების მიზნით“ – მოგვწერეს ქონების სააგენტოდან.

ადგილობრივებს ბაკურიანში შენობის მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მათ მხოლოდ ის იციან, რომ შენობას, რომელიც სახელმწიფოს გადაეცა, დასანგრევად ამზადებენ.

ამ 3 445 კვ.მ ტერიტორიის სანაცვლოდ, ივანიშვილის ბანკმა მიიღო სამი მიწის ნაკვეთი ბაკურიანში, ორი - აბასთუმანში, ერთი - ბათუმში (მწვანე კონცხზე) და ერთიც მუხათწყაროსთან (ლისის მიმდებარედ) - სულ 49 255 კვ.მ.

ბაკურიანის სამი ახალი ნაკვეთი ივანიშვილის იმ საკუთრებას ესაზღვრება, რომელიც, ამონაწერების მიხედვით, მის ბანკს 2011 წელს, ვალის გაქვითვის ხარჯზე გადაეცა.

 'ქართუმ' ერთი შენობის სანაცვლოდ სახელმწიფოსგან 50 ათას კვ.მ-მდე მიწა მიიღო

თებერვლის გარიგების შემდეგ, „ქართუს“ საკუთრება გახდა 3 000 კვ.მ-ზე მეტი ორი ნაკვეთი აბასთუმანში. ორივე მათგანი ესაზღვრება ივანიშვილის სახლს, რომელიც მან 2018 წელს, ადგილობრივი ბიზნესმენის, ოთარ თათეშვილისგან ნაყიდ ტერიტორიაზე აიშენა.

 'ქართუმ' ერთი შენობის სანაცვლოდ სახელმწიფოსგან 50 ათას კვ.მ-მდე მიწა მიიღო

გარიგებამდე, ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიებს, ამ ორი ნაკვეთისა და საპატრიარქოს საკუთრების გარდა, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები ფლობდნენ. 2020 წლის თებერვლის გარიგებით ბიძინა ივანიშვილს საკუთარი კომპანიების გარდა მხოლოდ ერთი მოსაზღვრე, საპატრიარქო დარჩა.

კიდევ ერთი ტერიტორია, რომელიც „ქართუმ“ სახელმწიფოსგან იმავე ხელშეკრულებით მიიღო, ბათუმშია - გარიგების შემდეგ, 1 310 კვ.მ მიწის ნაკვეთი ივანიშვილის კომპანიის საკუთრებაა. ამავე ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორია 2020 წლის ივნისში ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ, შპს „ბიზნეს დეველკოპმენტმა“ სახელმწიფოსგან უპირობო აუქციონის წესით იყიდა. გამოცემა ‘ბათუმელების’ ინფორმაციით, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე, „ბიზნეს დეველოპმენტი’’, რომლის მფლობელიც „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდია“, ჯამში 7 ათას კვ.მ–ზე მეტს ფლობს.

 'ქართუმ' ერთი შენობის სანაცვლოდ სახელმწიფოსგან 50 ათას კვ.მ-მდე მიწა მიიღო

ყველაზე სოლიდური ტერიტორია, სახელმწიფოსთან გარიგებით, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბანკს, მცხეთაში, მუხათწყაროს მიმდებარედ გადაეცა. 3,45 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ორი მხრიდან ტყე ესაზღვრება.

 'ქართუმ' ერთი შენობის სანაცვლოდ სახელმწიფოსგან 50 ათას კვ.მ-მდე მიწა მიიღო

რა პირობებით გადაეცა „ქართუს“ ნაკვეთები და იგეგმება თუ არა ამ ტერიტორიებზე რაიმე ინვესტიციის განხორციელება, ამ კითხვით „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ნიკოლოზ ჩხეტიანს დავუკავშირდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩხეტიანი საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, დღემდე ბანკ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, კითხვის მოსმენის შემდეგ მხოლოდ ის გვითხრა, რომ მარტო ფონდ „ქართუსთან“ დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობს.

„სამხრეთის კარიბჭე“ „ქართუ“ ბანკს ოფიციალურ ვებსაიტზე მითითებულ ნომერზეც დაუკავშირდა. ბანკში შეგვპირდნენ, რომ ჩვენს კითხვებს მოგვიანებით უპასუხებენ. „ქართუს“ პოზიციას რედაქცია მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ აბასთუმანში კიდევ ერთი ნაკვეთი შეიძინა
რა დაუჯდა სახელმწიფოს ‘ქართუსთან’ გარიგება
‘ეს იყო ჩვენი ინტერესი’ – თურნავა ‘ქართუსთვის’ ნაკვეთების გაცვლაზე
ბაკურიანი სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
რატომ დათმო საპატრიარქომ მიწა ივანიშვილის სახლთან აბასთუმანში
აუქციონზე კურორტ აბასთუმანში სამი მიწის ნაკვეთი 584 000 ლარად გაიყიდა
ქონების სააგენტო ივანიშვილთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას არ გასცემს