FM97.5 / LIVE

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დემონტაჟის შემდეგ [ფოტო]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 17.05.2019
აბასთუმანში, ტუბსაავადმყოფოს დემონტაჟი სრულდება, ნახეთ როგორ გამოიყურება ტერიტორია, სადაც ერთი თვის წინ სამსართულიანი შენობა იდგა.



15 თებერვალს ის ტერიტორია, სადაც ტუბსაავადმყოფოს შენობა იდგა, აუქციონის წესით ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა ოფშორში რეგისტრირებულმა შპს „სანაპიროს ხედმა“ იყიდა. ყოფილი ტუბსაავადმყოფოს შენობის ადგილზე სასტუმრო უნდა აშენდეს.

„სანაპიროს ხედის“ 100%–იანი წილის მფლობელი სააქციო საზოგადოება „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია“. ეს კომპანია პანამაშია რეგისტრირებული. რაც შეეხება მის ივანიშვილთან კავშირს, ამის შესახებ 2017 წელს, თბილისში იპოდრომთან დაკავშირებული საკითხების დროს გაირკვა. ოთხ ზონად დაყოფილ ტერიტორიას იპოდრომთან შპს „ინვესტალ კაპიტალი“ ფლობს, „ინვესტალ კაპიტალის“ 100%–იანი წილის მფლობელი კი სწორედ სააქციო საზოგადოება „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია“.

ტუბსაავადმყოფო პაციენტებისთვის სამკურნალოდ მარტში, მანამდე დაიკეტა, ვიდრე ახალ სარეაბილიტაციო ცენტრს გახსნიდნენ.
სანატორიუმ „ზეკარის“ შენობაში ტუბსაავადმყოფო 12 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. აღნიშნული შენობა 1924 წელს აშენდა.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს დემონტაჟი მიმდინარეობს
‘დაავადებისგან თითქმის განკურნებულები იყვნენ’– ტუბის დირექტორი სახლში გაშვებულ პაციენტებზე
ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ აბასთუმანში კიდევ ერთი ნაკვეთი შეიძინა
ქონების სააგენტო ივანიშვილთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას არ გასცემს
აბასთუმანში ‘ცისარტყელას’ მიმდებარე ტერიტორია ნახევარ მილიონად იყიდება
აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნამ სექტემბრამდე გადაიწია
აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გადააქვთ