FM97.5 / LIVE

ვალეს პოლიციის უფროსზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებათა ნუსხას არ დაურთეს

მთავარისიახლე, სამართალი 23.07.2020
ვალეს პოლიციის უფროსის, ლევან ბერიძის ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე, წინასასამართლო სხდომა დისტანციურად ჩატარდა. პროცესზე ბრალდების და დაცვის მხარეებმა სასამართლოში განსახილველი მტკიცებულებათა ნუსხა წარადგინეს.

ვალეს პოლიციის უფროსზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებათა ნუსხას არ დაურთეს

სხდომაზე ბრალდებული ზ.კ-ს ადვოკატმა დავით მუმლაძემ, ბრალდების მხარეს მიერ წარმოდგენილი ერთი მტკიცებულება, კონკრეტულად კი თავდასხმის დღეს პოლიციის შენობიდან ამოღებული ვიდეო მასალა სადავო გახადა, მან განმარტა, რომ ბრალდების მხარემ ვიდეო სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში არ ამოიღო.

მოსამართლე, ლუიზა თოდუამ დავით მუმლაძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და კადრები მტკიცებულებათა ნუსხას არ დაურთო.

რატომ ვერ წარმოადგინა დათქმულ ვადაში ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა პროკურატურამ უცნობია, უწყებიდან „სამხრეთის კარიბჭე“ პასუხს ელოდება.

ადოვაკატმა სასამართლოზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი ს.კ–ს პატიმრობის გირაოთი შეცვლაც ითხოვა, თუმცა თოდუამ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.

26 მაისს, 44 წლის ზ.კ–მ ვალეს პოლიციის უფროსს, ლევან ბერიძეს პოლიციის შენობაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ზ.კ დაკავებულია, მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4–დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეს პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ თავდამსხმელს არ იცნობს
44  წლის კაცმა ვალეს პოლიციის უფროსს სცემა
ხვედელიანის საქმეში ბრალდებული საპატიმროს დატოვებს
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალეს
სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო [ვიდეო]
‘ახალციხეში 37 წლის წინანდელი სასამართლოა’– ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმე
თურქული ბარის საქმეზე  წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს