FM97.5 / LIVE

44 წლის კაცმა ვალეს პოლიციის უფროსს სცემა

მთავარისიახლე, სამართალი 29.05.2020
44 წლის ზ.კ–მ ვალეს პოლიციის უფროსს, ლევან ბერიძეს პოლიციის შენობაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ზ.კ დაკავებულია, მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4–დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

44  წლის კაცმა ვალეს პოლიციის უფროსს სცემა
ფოტო: ვალეს ფეისბუკის გვერდიდან

შემთხვევა 26 მაისს, ვალეს პოლიციის შენობაში მოხდა, ზ.კ იმ დროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი, ნუგზარ სამარჯიშვილი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციაში ახალი უფროსის ვინაობის გასარკვევად მივიდა.

„ზ.კ 26 მაისს გასვენებაში იმყოფებოდა, შემდეგ კიდევ დალია დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. გაიგო რომ ვალეს პოლიციას ახალი უფროსი ჰყავდა გვარად ბერიძე. მას ნათესავი პოლიციელი ჰყავს კახეთში ამავე გვარის და ეგონა რომ ის გადმოიყვანეს ვალეში. პოლიციაში იმ მიზნით მივიდა, რომ სახლში დაეპატიჟებინა. როცა იკითხა ვინ არის უფროსიო, ბერიძემაც უთხრა მე ვარო და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეგონა ეხუმრებოდნენ, რადგან თავის ახლობელს ელოდა, ამიტომ მხარი და ხელი დაარტყა. ამის შემდეგ დააკავეს“, - ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, ბრალდებული აფხაზეთის მონაწილეა და მას ფსიქიკური პრობლემები აქვს: "იმ ომის მონაწილე, რომელი გინახავთ, ვისაც ფსიქიკური პრობლემები არ აქვს. ცნობა გვაქვს სასამართლოში წარდგენილი, რომლის მიხედვითაც, მისი ალკოჰოლის მიღება კატეგორიულად არ შეიძლებოდა და ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში ფსიქიკურ დარღვევას იწვევდა. თუ არ მოხდებოდა ამ კაცის პროვოცირება, არ იზავდა ამას, გამორიცხულია".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით 353 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ეს მუხლი პატიმრობას 4 დან 7 წლამდე ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს, 29 მაისს გაიმართა, მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა ზ.კ პატიმრობაში დატოვა, მისი ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი დაკავებულის 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

[მარიამ ბარძიმაძე,ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეს პოლიციის უფროსზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებათა ნუსხას არ დაურთეს
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა
ვალეს პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ თავდამსხმელს არ იცნობს
ახალქალაქის სასამართლომ 27 წლის კაცი პატიმრობაში დატოვა
რა მოხდა ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობამდე
ჭელაში დაკავებულები 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
სასამართლოში გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული კაცის საქმის განხილვა იწყება