FM97.5 / LIVE

უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობის მცდელობა - რას ჰყვებიან ოჯახის წევრები ადიგენში მომხდარზე

მთავარისიახლე, შემთხვევა 23.07.2020
დღეს, 22 ივლისს სოფელ მლაშეში ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა გოგრიჭიანი ოჯახის წევრებმა საპირფარეშოში დაჭრილი ნახეს, 29 წლის ახალგაზრდას ჭრილობა თავის არეში, მისივე იარაღით აქვს მიყენებული.

უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობის მცდელობა - რას ჰყვებიან ოჯახის წევრები ადიგენში მომხდარზე

დაჭრილის დედა თვითმკვლელობის მცდელობას გამორიცხავს და ამბობს, რომ ბექამ სახლიდან იარაღი სავარაუდოდ მელიების მოსაკლავად გაიტანა და ამ დროს მოხდა უბედური შემთხვევა.

„დილით ადრე იყო საპირფარეშოში და უკან დაბრუნდა, მაგრამ მეორედ როდის გავიდა, ან იარაღი როდის გაიტანა არ ვიცი. არასდროს გაუსროლია, არ იცის გამოყენება, გეკოს ტიპის იარაღია, აჩუქეს. თვითმკვლელობის მცდელობას ვერ დავიჯერებ, ეს რატომ უნდა გაეკეთებინა?! იმდენი გეგმა აქვს. გასროლის დროს ჩვენც ეზოში ვიყავით, მაგრამ გვეგონა მეზობელმა მელიების დასაფრთხობად „ხლაპუშკა“ გაისროლა. ამ დროს ბექას მეუღლის ბიძამ დაგვირეკა და იკითხა – ბექა რატომ არ მპასუხობსო? ამ ზარის შემდეგ სამივენი (ბექას მეუღლე, დედა და მამა) გავცვივდით და საპირფარეშოში ვნახეთ“, – იხსენებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ბექა გოგრიჭიანის დედა.

დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დამხარების ჯგუფმა პირველად ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, მას მარჯვენა საფეთქლის არეში გამჭოლი ჭრილობა აქვს.

პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ბექა გოგრიჭიანი თბილისში, „ჯერარსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, კრიტიკული. გამოხატულია ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად მიყენებული ქალა ტვინის მძიმე ტრავმა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება და უგრძელდება სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება“,- განმარტეს კლინიკაში.

მარჯვენა საფეთქელზე გამჭოლი ჭრილობის გამო, ადგილობრივები არ გამორიცხავენ თვითმკვლელობის მცდელობასაც, თუმცა რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი, არ იციან.

შსს-მ გამოძიება სსკ-ს 115 მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 236-ე მუხლით, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ტარების მუხლით დაიწყო. ბექას მეუღლე და ორი წლის შვილი ჰყავს.

უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობის მცდელობა - რას ჰყვებიან ოჯახის წევრები ადიგენში მომხდარზე
შემთხვევის ადგილი

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს
ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომელი გარდაიცვალა
აბასთუმანში თოფით მიყენებული ჭრილობებით 31 წლის ქალი გარდაიცვალა
ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლის მდგომარეობა კრიტიკულია
ბორჯომში მეთორმეტე კლასელი თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა
ახალციხელი ახალგაზრდის  გარდაცვალების ფაქტზე ძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო
ტრაგედია აწყურში – მეზობლები მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბრობენ