FM97.5 / LIVE

ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს

მთავარისიახლე, შემთხვევა 22.07.2020
ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომელი ბექა გოგრიჭიანი სოფელ მლაშეში, საცხოვრებელი სახლის ეზოში დაჭრილი იპოვეს, მას თბილისში „ჯერარსის“ კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს

ამბავს მთავარი არხი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გოგრიჭიანს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. იგი დაჭრილი საკუთარმა მეუღლემ ნახა.

მას ამ წუთებში თბილისში, "ჯერარსის“ კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა "ჯერარსის" გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა კონსტანტინე მუმლაძემ განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, კრიტიკული. გამოხატულია ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად მიყენებული ქალა ტვინის მძიმე ტრავმა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება და უგრძელდება სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება“,- აცხადებს კონსტანტინე მუმლაძე.

დაჭრილი ბექა გოგრიჭიანი თავდაპირველად ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს.

"დაახლოებით დილის ცხრა საათზე შემოვიდა პაციენტი, მას მარჯვენა საფეთქელთან გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, თბილსში გადაიყვანეს", – განუცხადეს "სამხრეთის კარიბჭეს" კლინიკაში.

შსს-მ გამოძიება სსკ-ს 115 მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 236-ე მუხლით, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ტარების მუხლით დაიწყო.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლის მდგომარეობა კრიტიკულია
უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობის მცდელობა - რას ჰყვებიან ოჯახის წევრები ადიგენში მომხდარზე
ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომელი გარდაიცვალა
ნაჯახით თავში დაჭრილი კაცის მდგომარეობა მძიმეა
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
ბორჯომში ავარიისას დაშავებული ქალი თბილისის საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა