FM97.5 / LIVE

ტრაგედია აწყურში – მეზობლები მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბრობენ

მთავარისამართალი » შემთხვევა 10.06.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ოჯახური კონფლიქტი თვითმკვლელობით დასრულდა, 44 წლის მამაკაცმა სანადირო თოფიდან ტყვია გულში დაიხალა. მეზობლები მომხდარის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ.

ტრაგედია აწყურში – მეზობლები მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბრობენ

„ძლიერი ადამიანი იყო, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე თავს მოიკლავდა“, – ასე იწყებენ გარდაცვლილ გ.კ.–ზე საუბარს მისი მეზობლები. აწყურში იმასაც ამბობენ, რომ მომხდარის სავარაუდო მიზეზი ცოლის ერაყში წასვლას უკავშირდება. ასევე სავარაუდოდ ამ მიზეზით, ცოლ–ქმარს, ბოლო ერთი კვირა, უსიამოვნება ჰქონდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, სოფლის გაღმა მხარეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გუშინ, 9 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე გაიგეს.

„ნასვამი იყო. უსიამოვნება მოუვიდა ოჯახში და ამის გამო მოიკლა თავი. ძალიან კარგი და მშრომელი ადამიანი იყო“, – ამბობს გარდაცვილის მეზობელი ნუნუ მახათაძე.

მისივე თქმით, გ.კ–მ თავი საკუთარი სახლის გვერდით, სანადირო თოფით მოიკლა: „ჩხუბის დროს ცოლი გარდაცვლილის დედამ საკუთარ სახლში წაიყვანა, გაარიდეს. ამის შემდეგ გავიგონეთ თოფის ხმა. რომ ჩამოვედი, კაცი უკვე ხრიალებდა, ტყვია გულში ჰქონდა მოხვედრილი“.

„ცოლი, 10 თვე ერაყში იყო წასული, ერთი კვირაა დაახლოებით რაც ჩამოვიდა მაგათ სახლიდან სხვა დროს ჩხუბის ხმა არ გამოსულა. სხვა არაფერი ვიცი“,– ამბობს აწყურში მცხოვრები ლამარა ლაბაძე.

გარდაცვლილის ახლობლებს მომხდარის შესახებ საუბარი არ სურთ. აწყურში გამგებლის წარმომადგენელი კი განმარატვს, რომ მიზეზი გარდაცვლილის მეუღლის ერაყში გამგზავრებას უკავშირდება.

„ერთი კვრაა რაც მისი მეუღლე საზღვარგარეთიდან დაბრუნდა, ისევ უნდოდა წასვლა, ამის გამო იჩხუბეს და მამაკაცმა თავი მოიკლა“, – ამბობს ელგუჯა ჯვარიძე.

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყურში 44 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა
ურაველში 40 წლის  მამაკაცმა თავი მოიკლა
ნინოწმინდაში 33 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა
სოფელ სახუდაბელში შუახნის მამაკაცმა თავი მოიკლა
სოფელ ყვიბისში 63 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა
ასპინძელმა 24 წლის ბიჭმა  რუსთავში თავი მოიკლა
22 წლის ახალციხელმა ჯარისკაცმა თავი მოიკლა