FM97.5 / LIVE

‘სადავო ნაკვეთებზე სასულიერო პირებმა თიბვა დაიწყეს’ - დერცელისა და კიკიბოს მოსახლეობა

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.07.2020
ადიგენში, დერცელსა და კიკიბოში არსებულ სადავო მიწის ნაკვეთებზე მართლადიდებელმა სასულიერო პირებმა თიბვა დაიწყეს. ადგილობრივების ნაწილი ამ ფაქტს აპროტესტებს, რადგან მიიჩნევს რომ ტერიტორია მათ ეკუთვნით. სადავო მიწის ნაკვეთების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პირველი სხდომა უკვე გაიმართა.

‘სადავო ნაკვეთებზე სასულიერო პირებმა თიბვა დაიწყეს’ - დერცელისა და კიკიბოს მოსახლეობა
ფოტო: არქივი
თბილისის სააპელაციო სასამართლოში დერცელი-კიკიბოს სადავო მიწის ნაკვეთების საქმის განხილვა დაიწყო. საქმე ეხება ამ სოფლებში არსებულ 7 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, რომელზეც პრეტენზიას გამოთქვამენ ერთი მხრივ, დერცელსა და კიკიბოში მცხოვრები 13 ოჯახი და მეორე მხრივ საპატრიარქო, კერძოდ ზარზმის მამათა მონასტრის სასულიერო პირები.

2019 წლის 11 ნოემბერს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ეს ტერიტორია საპატრიარქოს მიაკუთვნა. თუმცა 13-მა ოჯახმა და მათმა ადვოკატებმა (ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი) საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

პროცესი 15 ივლისს გაიმართა და 28 ოქტომბრამდე გადაიდო, რადგან, როგორც მოსარჩელე მხარე ამბობს, ადგილმდებარეობის იდენტურობის შესახებ ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს.

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის მიუხედავად, სადავო ტერიტორიაზე 21 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა თიბვა დაიწყეს. ეს ფაქტი ადგილობრივებმა გააპროტესტეს:

„ავედით დერცელში, ტრაქტორი თიბავს იქაურობას. ვითხოვდით, რომ სანამ სააპელაციო სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას შეჩერდნენ. გუშინ გააჩერეს ტრაქტორი და წავიდნენ. მაგრამ ეს ტერიტორია თუ მაგათმა გათიბეს, ჩვენ აღარ დაგვრჩება თივა. ეს სადავო ტერიტორიაა და არ უნდა თიბავდნენ. ჩვენ მათ დავუთმეთ ერთი ჰექტარი და იქ კი ბატონო გათიბონ, მაგრამ ახლა სხვა მხარესაც გადავიდნენ“, - ამბობს ადგილობრივი დათო ბერიძე.

ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, ნიკოლოზ გეწაზე ადასტურებს, რომ ტერიტორიის გათიბვა ნამდვილად დაიწყეს. მისი თქმით, სახელმწიფომ ეს ტერიტორია საპატრიარქოს მიაკუთვნა და გათიბვის სრული უფლება აქვს: „ჩემია და მოვთიბავ, აბა რას ვიზამ?! სასამართლოს გადაწყვეტილება კი არა, მთავრობის გადაწყვეტილება იყო. მთავრობამ დაუბრუნა მონასტერს მისი კუთვნილი ტერიტორია და აქ რა შუაშია სასამართლო?! მონასტრის ტერიტორიაა ის, სადაც მაგათ თითქოსდა „დავა“ უნდათ. თუ მათ რაღაცა არ მოსწონთ და დაობენ, ეს მათი საკითხია და იდაონ, რაც უნდათ ის გააკეთონ. მე თავი დამანებონ, ჩემს ტერიტორიაზე ვარ“, - ამბობს სასულიერო პირი.

დერცელსა და კიკიბოში მცხოვრები 13 ოჯახის ინტერესების დამცველი, EMC-ის ადვოკატი მერი აღაპიშვილი ამბობს, რომ სადავო ტერიტორიაზე რაიმე სახის ქმედებებისგან სასამართლო პროცესების დასრულებამდე თავი უნდა შეიკავონ:

„მესაკუთრედ საჯარო რეესტრში თვითონ ეკლესიაა რეგისტრირებული და სწორედ ეს რეგისტრაციის კანონიერება გვაქვს ჩვენ გასაჩივრებული. ფორმალურად, ამ მიწაზე რაღაც საკუთრების უფლება რომ აქვთ აღრიცხული რეესტრში, მაგის მიუხედავად, ჩვენი აზრით თავი უნდა შეიკავონ იქ ისეთი ქმედებებისგან, რაც შეიძლება შემდეგში ზიანის მიმყენებელი აღმოჩნდეს კანონიერი მესაკუთრეებისთვის“.

ადიგენში, აღმსარებლობით მუსლიმ ადგილობრივებსა და მართლმადიდებელ სასულიერო პირებს შორის დავა 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო.

მართლმადიდებლური მხარე ირწმუნება, რომ ეს ტერიტორია მათ კანონიერად გადაეცათ და უკვე ტაძრის მშენებლობაც მიმდინარეობს. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ მიწის ნაკვეთები მათ სარგებლობაში იყო წლების განმავლობაში და დამადასტურებელი დოკუმენტებიც აქვთ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მღვდლებმა შეთანხმება დაარღვიეს’ - დერცელში სადავო ნაკვეთს კვლავ თიბავენ
დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმე სააპელაციომ წარმოებაში მიიღო
დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების  საქმეს სააპელაციო განიხილავს
სააპელაციოში დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმის განხილვა გადაიდო
სადავო მიწების საქმე საპატრიარქოს სასარგებლოდ გადაწყდა
13 ოჯახის და საპატრიარქოს დავა სათიბებისთვის
‘გლეხს რომ მიწას წაართმევ, იმ სახელმწიფოში დემოკრატია არ არის’– სადავო მიწების საქმე