FM97.5 / LIVE

დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმეს სააპელაციო განიხილავს

მთავარისიახლე, სამართალი 16.12.2019
ადიგენში, საპატრიარქოსა და ადგილობრივებს შორის მიწის ნაკვეთებზე დაწყებული დავა სააპელაციოში გაგძელდება. ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 13 ოჯახი ასაჩივრებს.

დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების  საქმეს სააპელაციო განიხილავს
დერცელისა და კიკიბოს სადავო მიწების საქმეზე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ადვოკატებმა სარჩელი გასულ კვირას მოამზადეს.

ისინი ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვენ.

„11 დეკემბერს გავაგზავნეთ საჩივარი დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების შესახებ. ახალციხეში პარასკევს, 13 დეკემბერს მივიდა. ამ დღეებში უნდა გადაიგზავნოს აპელაციაში“, - ამბობს ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი მერი აღაპიშვილი.

სადავო მიწების საქმეზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საპატრიარქოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება 11 ნოემბერს მიიღო.

ადიგენში, 13 ოჯახის სასარჩელო მოთხოვნა დერცელი-კიკიბოს ტერიტორიაზე იმ შვიდი ჰექტრის საძოვრის რეგისტრაციის გაუქმებაა, რომლის მიხედვითაც ტერიტორია საქართველოს საპატრიარქოს გასული წლის შემოდგომით გადაეცა. ამ ტერიტორიაზე ტაძარიც შენდება, თუმცა ეს ნაწილი სადვაო არ არის, რადგან ადგილობრივები თანახმა არიან ერთი ჰექტარი საპატრიარქოს დაუთმოს თავისი მიზნების განსახორციელებლად.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმე სააპელაციომ წარმოებაში მიიღო
სააპელაციოში დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმის განხილვა გადაიდო
სადავო მიწების საქმე საპატრიარქოს სასარგებლოდ გადაწყდა
‘გლეხს რომ მიწას წაართმევ, იმ სახელმწიფოში დემოკრატია არ არის’– სადავო მიწების საქმე
ადიგენში სადაო მიწების საქმეზე სასამართლო განხილვა დაიწყო
‘სადავო ნაკვეთებზე სასულიერო პირებმა თიბვა დაიწყეს’ - დერცელისა და კიკიბოს მოსახლეობა
დერცელი–კიკიბოს მიმართულებით გზის მშენებლობა მიმდინარეობს ®