FM97.5 / LIVE

დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმე სააპელაციომ წარმოებაში მიიღო

მთავარისიახლე, სამართალი 21.01.2020
ადიგენის სოფლებში, დერცელსა და კიკიბოში არსებული სადავო მიწების საქმე, სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ადგილობრივები ახალციხის რაიონული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც შვიდი ჰექტარი მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს საკუთრებაში დარჩა.

დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმე სააპელაციომ წარმოებაში მიიღო

სააპელაციო სასამართლომ ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) საჩივარი 10 იანვარს მიიღო და დაარეგისტრირა. როდის გაიმართება სასამართლო პროცესები ჯერ ცნობილი არ არის.

„საჩივარი მოვამზადეთ, დეკემბერში მიიღო ახალციხის რაიონულმა სასამართლომ და ახლა სააპელაციოშია. თუმცა ჯერ სასამართლო სხდომების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ჩანიშნული არ არის“, - ამბობს EMC-ის ადვოკატი მერია აღაპიშვილი.

დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმეზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საპატრიარქოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება 11 ნოემბერს მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, სოფლებში არსებული სადავო მიწის ნაკვეთები საპატრიარქოს საკუთრებაში დარჩა და არა ადგილობრივების. საქმე შვიდი ჰექტარი საძოვრის რეგისტრაციას ეხებოდა.

EMC-ის ადვოკატები სწორედ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვენ. 13 ოჯახის სასარჩელო მოთხოვნა დერცელი-კიკიბოს ტერიტორიაზე იმ შვიდი ჰექტარის საძოვრის რეგისტრაციის გაუქმებაა, რომლის მიხედვითაც ტერიტორია საქართველოს საპატრიარქოს გასული წლის შემოდგომით გადაეცა. ამ ტერიტორიაზე ტაძარიც შენდება, თუმცა ეს ნაწილი სადვაო არ არის, რადგან ადგილობრივები თანახმა არიან ერთი ჰექტარი საპატრიარქოს დაუთმონ თავისი მიზნების განსახორციელებლად.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების  საქმეს სააპელაციო განიხილავს
სააპელაციოში დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმის განხილვა გადაიდო
სადავო მიწების საქმე საპატრიარქოს სასარგებლოდ გადაწყდა
‘გლეხს რომ მიწას წაართმევ, იმ სახელმწიფოში დემოკრატია არ არის’– სადავო მიწების საქმე
ადიგენში სადაო მიწების საქმეზე სასამართლო განხილვა დაიწყო
‘სადავო ნაკვეთებზე სასულიერო პირებმა თიბვა დაიწყეს’ - დერცელისა და კიკიბოს მოსახლეობა
13 ოჯახის და საპატრიარქოს დავა სათიბებისთვის