FM97.5 / LIVE

EMC: ადიგენში მუსლიმი გლეხების მიწები საპატრიარქოს უკანონოდ გადასცეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.10.2019
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ადიგენის სოფლებში, 13 ოჯახისა და საპატრიარქოს დავას სათიბებთან დაკავშირებით, ეხმაურება და სათიბების საპატრიარქოსთვის გადაცემას უკანონოს უწოდებს. ცენტრში ფიქრობენ აღნიშნული, მუსლიმი თემის უფლებების იგნორირების პრაქტიკას აგრძელებს და სოციალური დაძაბულობის კიდევ ერთ კერას ქმნის.

EMC: ადიგენში მუსლიმი გლეხების მიწები საპატრიარქოს უკანონოდ გადასცეს

„სადავო მიწის ნაკვეთს ადგილობრივი ოჯახებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მრავალსულიანი ოჯახები თავს მესაქონლეობით ირჩენენ და საძოვრად ისინი სოფლის ამ ძირითად მიწის რესურსს იყენებდნენ. სოფლების რთული გეოგრაფიული მდებარეობისა და ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, მოსახლეობა განიცდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სიმწირეს. იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივი ოჯახები დაკარგავენ უფლებას მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ეს გამოიწვევს მათი ოჯახების რჩენისთვის ერთადერთი საშუალების დაკარგვას, რაც მათ ოჯახებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსის გარეშე დატოვებს.

საკუთრების უფლების ხელყოფა კანონის საფუძველზე, მხოლოდ საზოგადოებრივი და კერძო ინტერესების ბალანსის დაცვით და სათანადო დასაბუთებით შეიძლება იყოს დასაშვები სათანადო კომპენსაციის პირობებში. მოცემულ შემთხვევაში გაუგებარია, რომელი კანონის ნორმის საფუძველზე მოხდა ორი სოფლის მოსახლეობის უძრავი ქონების განკარგვა, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს, ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები არავითარ დასაბუთებას არ შეიცავს, თუ რომელი ინტერესები შეაპირისპირა სახელმწიფომ და რატომ გადაწყვიტა საკითხი ეკლესიის ქონების გაზრდის სასარგებლოდ, ადგილობრივი გლეხების ქონებრივი და სოციალური ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

EMC განცხადებაში, ჭელასა და მოხეში გასულ წლებში განვითარებულ მოვლენებსაც იხსენებს და იმედოვნებს, რომ წინა კონფლიქტების გათვალისწინებით, ადგილობრივ ქრისტიან და მუსლიმ თემს ეყოფა გამოცდილება, მსგავსი ფაქტები არ გახადონ მათ შორის გაუცხოების და დაძაბულობის საფუძველი.

ამასთან, EMC მოუწოდებს მთავრობას, სათანადოდ გაიაზროს წინა წლებში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების ნეგატიური სოციალური გამოცდილება, რომელიც არადომინანტური რელიგიური ჯგუფების გაუცხოებას და გარიყულობას იწვევს: „ამ მიზნით კი შეიმუშავოს და აამოქმედოს კონფლიქტების შემდეგ თემებს შორის ნდობის აღდგენის პოზიტიური პროგრამები; არ დაუშვას და განსაკუთრებული სიფრთხილით და გონიერებით მიიღოს სათანადო ზომები კონფლიქტის შესაძლო კერების პრევენციის მიზნით“.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ასევე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოუწოდებს, აღმოფხვრას სოფელ კიკიბოსა და სოფელ დერცელში მდებარე მიწის ნაკვეთის საპატრიარქოსთვის გადაცემის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უკანონობა და მათ შორის, მორიგების ფორმატში, დროულად უზრუნველყოს მუსლიმი გლეხების საკუთრების უფლების აღდგენა და დაცვა.

ადიგენში, 13 ოჯახის საჩივარი უკვე შეტანილია, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, მათ უფლებებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი დაიცავს. სასარჩელო მოთხოვნა კი შვიდი ჰექტარზე საძოვრების საპატრიარქოსთვის ჩამორთმევა და მათთვის გადაცემაა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

EMC  'მოხეს კომისიის'  გადაწყვეტილებას მუსლიმების  დისკრიმინაციად აფასებს
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასო მომსახურებები მოქმედებს
‘გლეხს რომ მიწას წაართმევ, იმ სახელმწიფოში დემოკრატია არ არის’– სადავო მიწების საქმე
EMC: მოხეს კონფლიქტი მუსლიმი თემის დისკრიმინაციის სისტემურობაზე მიუთითებს
EMC: რელიგიური ნაგებობების მშენებლობის პრაქტიკა გადასახედია
ომბუდსმენი მიმართავს მთავრობის წევრებს არ გასხვისხდეს ბაკურიანის სადავო მიწები
ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას EMC შეისწავლის