FM97.5 / LIVE

კოალიცია თანასწორობისთვის დეპუტატ ენზელ მკოიანის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.07.2020
კოალიციის წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება ჩაატარონ და არ დაუშვან ლოიალობა და პრივილეგიები მკოიანისა და მისი გარემოცვის მიმართ.

კოალიცია თანასწორობისთვის დეპუტატ ენზელ მკოიანის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს

საქმე ეხება მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებს, რომელშიც მკოიანებსა და პეტროსიანებს შორის 2020 წლის 26 მარტის დაპირისპირებაა ასახული.

კოალიცია თანასწორობისთვის განცხადება დღეს 21 ივლისს გაავრცელა.

"მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახულია 2020 წლის 26 მარტს, სამცხე-ჯავახეთში ენზელ მკოიანსა და ყოფილ დეპუტატ საველ პეტროსიანის ახლობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი ეპიზოდი. იმ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით დგინდებოდა, რომ პეტროსიანისა და მკოიანის ახლობლებს შორის დაპირისპირება ყოფით საკითხზე მოხდა, რის გამოც გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) დაიწყო და სამართალდამცავებმა პეტროსიანი და მკოიანის ძმისშვილი დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მიუხედავად იმისა, რომ მედიაში გავრცელებული ვიდეო მასალით იმთავითვე დგინდებოდა, და ამ ეტაპზე გავრცელებული კადრები უკვე აშკარად ცხადყოფს, რომ ამ დაპირისპირების დროს მკოიანი იყენებდა იარაღს. თუმცა, დეპუტატის მხრიდან იარაღის გამოყენების ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რაც მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების სამართლებრივ და პოლიტიკურ პრივილეგირებულობაზე მიუთითებს", – წერია განცხადებაში.

კოალიციის წევრი ორგანიზაციების განმარტებით, მედიაში გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის თანამშრომელი, თუმცა, ის ქმედით ზომებს არ იღებს დეპუტატის უკანონო და ძალადობრივი ქცევის აღსაკვეთად და მის მიმართ აშკარა ლოიალობას ინარჩუნებს.

განცხადებაში წერია, რომ ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ 26 მარტის შემთხვევის მიღმა მკოიანის სახელს სამცხე-ჯავახეთში მომხდარი სხვა ძალადობრივი შემთხვევებიც უკავშირდება:"კერძოდ, 2020 წლის 8 მაისს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოფელ ხოსიპოში მცხოვრებ ორ მოქალაქეს ენზელ მკოიანთან დაახლოებულმა პირმა ა.ა.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. მომხდარის ირგვლივ დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ცემა) გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე.

ადგილობრივები საუბრობენ, რომ სავარაუდო დამნაშავეების დეპუტატთან ახლობლობის გამო, შესაძლოა დაზარალებულები თავს იკავებდნენ გამოძიებასთან თანამშრომლობისგან და არსებობს მომხდარის არაეფექტური გამოძიების რისკი. ადგილობრივების განმარტებით, ჯგუფურ დაპირისპირებები პერიოდულად ხდება, სადაც მკოიანის ახლობლები მონაწილეობენ, დაზარალებულ პირებს აშინებენ, რის გამოც პოლიციას არ მიმართავენ, დამნაშავე პირები არ ისჯებიან, რაც კიდევ უფრო ახალისებს მკოიანის გარემოცვის უკანონო ქმედებებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის 30 ოქტომბერს, ახალქალაქში, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან მკოიანის ახლობლები განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ინციდენტში აგრეთვე მონაწილეობდა 8 მაისს შემთხვევის სავარაუდო მონაწილე ა.ა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო და სასამართლოს განაჩენიც დადგა, ბრალდებულებს კი სასჯელის სახით ჯარიმა დაეკისრათ".

მომხდარ ძალადობრივ შემთხვევებზე სამართალდამცავი უწყებების არასათანადო რეაგირება, კიდევ ერთხელ აჩვენებს ენზელ მკოიანის მიმართ პოლიტიკური ლოიალობისა და მისი სამართლებრივი პრივილეგირების ნიშნებს, რომელიც რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის რისკებს ქმნის და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან მოდის წინააღმდეგობაში. აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს ხელისუფლების სურვილი ელექტორალური მიზნებისთვის გამოიყენოს მისი გავლენები, ეს პრაქტიკა გარდა იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და პოლიტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება და რეგიონების პოლიტიკურ იზოლაციას აღრმავებს, ის არსებითად აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობის პროცესს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას

დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ენზელ მკოიანის ქმედებების დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება, გამოკვეთოს მონაწილე პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და არ დაუშვას ლოიალობა და პრივილეგიები მკოიანისა და მისი გარემოცვის მიმართ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

EMC: ენზელ მკოიანის კლანური ძალაუფლება პოლიტიკურ და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს
პროკურატურამ პასუხისგებაში ენზელ მკოიანის ძმა და შვილი მისცა
‘ვიდეო დაჭრილია და არ ასახავს სრულ სურათს ’ – მკოიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე
ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ენზელ მკოიანის შესაძლო შანტაჟის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის მანქანასთან მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო
ახალქალაქში დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან სროლა იყო [ვიდეო]