FM97.5 / LIVE

‘ვიდეო დაჭრილია და არ ასახავს სრულ სურათს ’ – მკოიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე

მთავარისაზოგადოება 22.07.2020
„ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ ოთხი დღის წინ გავრცელებული კადრები, რომელიც 26 მარტის დაპირისპირებას ასახავს, დამონტაჟებულია. მისი თქმით, რეალურად სროლა პირველად პერტოსიანების მხრიდან განხორციელდა.

‘ვიდეო დაჭრილია და არ ასახავს სრულ სურათს ’ – მკოიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე

"ოცნების" დეპუტატმა „ახალქალაქი ნიუსის“ ვიდეო კადრების საპასუხოდ ახალი ფირი გაავრცელა. ენზელ მკოიანი ირწმუნება, რომ პირველად, პოლიციის ყოფილი უფროსი და "პატრიოტთა ალიანის" წევრი სამველ პეტროსიანი ისვრის.

„უკვე რამდენიმე დღეა ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეო ჩანაწერი ჩემს შესახებ, რომელიც დაკავშირებულია 26 მარტს ახალქალაქში მომხდარ მოვლენებთან. ეს იყო ცალმხრივად ნაჩვენები და ამოჭრილია ვიდეოს ძირითადი ნაწილი.მინდა წარმოგიდგენოთ ამ შემთხვევის ვიდეო მასალა მთლიანად, სადაც ჩანს თუ როგორ მიზანმიმართულად 3 – ჯერ განხორციელდა სროლა ჩემსა და ჩემი ნათესავების მიმართულებით. ეს იყო ჩემი მკვლელობის მცდილობა .მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ მე თავდაცვის მიზნით ვესროლე. ზოგი ოპოზიციური არხები და ფეიკ გვერდები სპეციალურად ავრცელებენ ამ ვიდეომასალის შემცირებულ მოჭრილ მონაკვეთს. მათი მიზანია ცრუ ინფორმაციის საშუალებით გამოიწვიონ გამოძიების დაბნეულობა“, - წერს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე მკოიანი.



„ახალქალაქი ნიუსმა“ ენზელ მკოიანის მიერ სროლის ამსახველი ვიდეო კადრები ოთხი დღის წინ გაავრცელა.

კოალიცია თანასწორობის წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება ჩაატარონ და არ დაუშვან ლოიალობა და პრივილეგიები მკოიანისა და მისი გარემოცვის მიმართ.

დაპირისპირება ახალქალაქის ცენტრში 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ენზელ მკოიანის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

აღნიშნულ საქმეზე შსს–მ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. სამველ პეტროსიანი და არმენ მკოიანი 29 მარტს დააკავეს.

თუმცა შემდეგ ორივე ბრალდებული სასამართლომ 20-20 ათასიანი გირაოთი დარბაზიდან გაათავისუფლა.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ენზელ მკოიანი მოქალაქეების მიმართულებით ისვრის [ვიდეო]
სამველ პეტროსიანმა და ენზელ მკოიანის ძმისშვილმა საპატიმრო დატოვეს
'ოცნების' დეპუტატი ენზელ მკოიანი ახალქალაქში სროლის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს [ვიდეო]
ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ენზელ მკოიანის სახლთან სროლის გამო სამველ პეტროსიანი და 19 წლის ბიჭი დააკავეს [ვიდეო]
ახალქალაქში დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან სროლა იყო [ვიდეო]
‘ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო’ – რას ჰყვება ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე