FM97.5 / LIVE

ბაკურიანში სასტუმროები რეგულაციებს ფინანსური პრობლემების გამო ვერ ასრულებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.07.2020
კორონავირუსის პანდემიის გამო, ისე როგორც მთელს საქართველოში, სასტუმროები ბაკურიანში მარტის დასაწყისში დაიკეტა, მეპატრონეები ამბობენ, რომ ოთხთვიანი შეჩერების გამო დიდი ზარალი ნახეს, ამიტომ ახალი რეგულაციების დასაკმაყოფილებლად საჭირო თანხები აღარ აქვთ.

ბაკურიანში სასტუმროები რეგულაციებს ფინანსური პრობლემების გამო ვერ ასრულებენ

ბაკურიანში მდებარე „სნოუ პლაზა“ პანდემიის შემდეგ არ გახსნილა, დაწესებულებამ რეგულაციების შესრულება ვერ შეძლო.

„პირველი მარტიდან დავიხურეთ და მას შემდეგ არ გავხსნილვართ. რეგულაციების გასავლელად ძალიან დიდი თანხებია საჭირო, რომლის მოსაძიებლადაც სესხის აღება გვიწევს. სხვა სესხიც მაქვს. ვიფიქრეთ პირველ ივლისს მაინც გავიხსნებოდით, რომ ზაფხულის სეზონს შევხვედროდით, მაგრამ არც ჯავშანი გვაქვს. ეს სეზონი ჩვენთვის ფაქტობრივად ჩავარდნილია“, – ამბობს სასტუმროს მენეჯერი ნანა ომანაძე.

როგორც, „სნოუ პლაზას“ მენეჯერი აცხადებს, ფინანსური პრობლემების გამო, მოუწია თანამშრომლების დროებით გათავისუფლება.

„ზამთარშიც პრობლემები იყო წყლის გამო და თითქმის არ გვიმუშავია. მოგვიწია თანამშრომლების გაშვება, რადგან ანაზღაურებას ვერ შევძლებდით. კარგია, რომ სახელმწიფოსგან თითოეული მათგანი 1 200 ლარიან დახმარებას მიიღებს, ყველაზე შევავსეთ განცხადებები“, – თქვა ომანაძემ.

სასტუმრო „ვილა ჯი ჯი“ გასული წლის დეკემბერში გაიხსნა. სასტუმროს გახსნიდან დღემდე არაერთი პრობლემის წინაშე დადგა. უჭირს რეგულაციების შესრულებაც.

„31 დეკემბერს გავხსენით სასტუმრო და 10 მარტს დავიკეტეთ შესაბამისად ვერ მოვახერხეთ ფინანსების მოგროვება. ყველა პრობლემა ერთად დაგვატყდა, არც ჯავაშანია და ფინანსებიც არ გვაქვს, რომ რეგულაციები შევასრულოთ. დახმარება არ შეგვხებია არაფერი, კადრების გაფორმებაც ვერ მოვასწარით, რომ მათ მაინც შეხებოდათ სახელმწიფოს ერთჯერადი დახმარება“, – ამბობს სასტუმრო „ვილა ჯი ჯი“–ის მენეჯერი თამარ მამუკელაშვილი.

სასტუმროს მეპატრონეები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ მათ ხელშეწყობაზე მაქსიმალურად უნდა იზრუნოს, უნდა შეამციროს რეგულაციები და სხვადასხვა ღონისძიებებისთვის მათი სასტუმროები გამოიყენოს.

„ჩვენ რაც შეგვეძლო მაქსიმალურად დავწიეთ ფასები, ვცდილობთ უსაფრთხო გარემო შევქმნათ და ვემზადებით დამსვენებლების მისაღებად. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, ორგანიზება გაუკეთოს, მაგალითად, მოსწავლეები გამოუშვან დასასვენებლად, ან შეიმუშავონ გეგმა რომ დაგვეხმარონ“, – ამბობს ნანა ომანაძე.

ბაკურიანის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ კურორტში 500–ზე მეტი სასტუმროა (მათ შორის: საოჯახო ტიპის სასტუმროები, კოტეჯები და აპარტამენტები), აქედან რეგულაციების შესრულება მხოლოდ 21–მა მათგანმა შეძლო. რეგიონში კი სულ 66 სასტუმროა გახსნილი.

„ძალიან შემცირებულია მომართვიანობა წინა წლებთან შედარებით. ვცდილობთ, რომ სასტუმროების მეპატრონეებს დავეხმაროთ რეკომენდაციების შესრულებაში. სასტუმროები მიმართავენ ბორჯომის მერიას, ისინი კი ჩვენ გადმოგვცემენ სიას, მივდივართ და ვამოწმებთ, შემდეგ ვუგზავნით ჯანდაცვის სამინისტროს“, – განმარტა ბაკურიანის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა, მარიკა მაკიევმა.

ნახეთ: რა რეკომენდაციების დაკმაყოფილებაა საჭირო სასტუმროს გასახსნელად, აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ჯანდაცვის სამინისტროს.

ბაკურიანში სასტუმროები რეგულაციებს ფინანსური პრობლემების გამო ვერ ასრულებენ

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ზაფხულში ზარალი მივიღეთ, არც ზამთრის სეზონის იმედი გვაქვს’ - ბაკურიანის სასტუმროები
რა პრობლემებზე საუბრობენ სასტუმროების მეპატრონეები სამცხე–ჯავახეთში
ბაკურიანში სასტუმროების 75%  უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს
კვირის აქცენტი: ‘რეგულაციების შესრულება დიდ ხარჯს უკავშირდება’ - სასტუმროს მეპატრონე
ბაკურიანს წყლის პრობლემის გამო ტურისტები ტოვებენ
რომელმა სასტუმროებმა გაიარეს შემოწმება სამცხე-ჯავახეთში
ახალციხეში 60-მდე სასტუმროდან გახსნის სურვილი მხოლოდ 6-მა გამოთქვა