FM97.5 / LIVE

რა პრობლემებზე საუბრობენ სასტუმროების მეპატრონეები სამცხე–ჯავახეთში

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.06.2020
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით საქართველოში ამ დროის მონაცემებით მუშაობის ნებართვა 202 სასტუმრომ მიიღო, აქედან 28 სამცხე–ჯავახეთშია.

რა პრობლემებზე საუბრობენ სასტუმროების მეპატრონეები სამცხე–ჯავახეთში

რეგიონის მასშტაბით ამ ეტაპზე რეკომენდაციების შესრულება ყველაზე მეტმა სასტუმრომ ბორჯომში შეძლო. 11 სასტუმრო უკვე მზად არის სტუმრების მისაღებად.

„რეკომენდაციების დასაცავად 1 000 ლარზე მეტი დავხარჯე რათა შემეძინა საჭირო ნივთები, რაც გავიხსენით 17–ში იყვნენ მივლინებით სტუმრები განათლების სამინისტროდან. სულ ეს იყო, ადგილობრივები ჯერ არ მყოლია. რაც დავხარჯე ჯერ ისიც არ ამინაზღაურებია“, –ამბობს ბორჯომში, სასტუმრო „ალმა–ატას“ მეპატრონე, ზურაბ აზარაშვილი.

როგორც, ზურაბ აზარაშვილმა გვითხრა სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადად მხოლოდ 300 ლარიანი დახმარება მიიღო. სასტუმროს ასამუშავებლად კი ბევრად მეტი ხარჯის გაწევა უწევს და არ იცის როდის შეძლებს ხარჯების დაფარვას.

„ინდმეწარმე, რომ ვიყავი 300 ლარით დამეხმარა სახელმწიფო. სესხი მაქვს, ეს სასტუმრო, რომ გავაკეთე 140 000 დოლარი გამოვიტანე. თქვეს, რომ 80%–ით ექვსი თვის განმავლობაში დაფინანსდება, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიმიღია“, – გვითხრა აზარაშვილმა.

სასტუმროს ამ დროისთვის მხოლოდ ორი ჯავშანი აქვს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნიდან. როგორც მეპატრონე აცხადებს გასულ წლებში, ამ დროისთვის სასტუმროში დასაჯავშნი ადგილი თავისუფალი არ ყოფილა.

„ცუდი და რთული ზაფხული იქნება. ჩვენთან რუსეთიდან, უკარაინიდან, არაბეთიდან იყვნენ ვიზიტორები, ახლა კი მხოლო ორი ჯავშანი მაქვს: ერთი მივლინებით არის ჯგუფი, რომელსაც 27–ში ველოდები და მეორე ჩეხეთიდან ივლისში დაჯავშნეს, ეგეც თუ არ გაუქმდა, არ ვიცით რა იქნება“, – ამბობს სასტუმრო „ალმა ატა“–ს მეპატრონე.

ზურაბ აზარაშვილის თქმით პანდემიის დროს ზარალი საკმაოდ დიდი მიიღო, ამ ეტაპზე კი თანამშრომლების შენარჩუნება საკუთარი სახსრებით უწევს – „ზარალს ვერ დავითვლი ძალიან დიდია, თანამშრომლები დავიბარე და მათ ხომ უნდათ ანაზღაურება, ყველაფერს მე ვიხდი“.

ბორჯომში სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ ერთი–ერთია გახსნილ სასტუმროებს შორის, რომელმაც რეგულაციები გაიარა და 20 ივნისიდან სტუმრების მისაღებად მზადაა. როგორც სასტუმროში აცხადებენ უსაფრთხოებისთვის დამატებით ხარჯების გაწევა მათაც მოუწიათ.

„ყველა რეკომენდაცია დავაკმაყოფილეთ და მივიღეთ გახსის უფლება. 20 ივნისიდან უკვე ფუნქციონირებს სასტუმრო. ხდება რეგულაციების გათვალისწინება, როგორიც არის პირბადეები, თერმოსკრინინგი, არის დეზობარიერები და ყველა მოთხოვნა გათვალისწინებულია. ამ დროისთვის გვაქვს ჯავშანი და ველოდებით კიდევ“, – ამბობს სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ მარკეტინგის მენეჯერი, ნათია ჩიქოვანი.

სასტუმროში აცხადებენ, რომ როგორც უცხოელი ვიზიტორი, ასევე ქართველი სტუმრები, თითქმის თანაბარი რაოდენობის ჰყავდათ. სასტუმრომ თავიანთი სახსრებით სტუმრებისთვის აქციები დაიწყო, რათა მოხდეს ადგილობრივი ვიზიტორების მხრიდან ჯავშანი. „ხელი რომ შევუწყოთ ქართველ დამსვენებლებს გავაკეთეთ ფასდაკლებები, რათა მოახერხონ დასვენება ჩვენი სტანდარტის სასტუმროში. რა თქმა უნდა იმ დატვირთვას არ ველოდებით რაც იყო გასულ წლებში, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ 50% მაინც მოვა“

რაც შეეხება ბაკურიანს ამ დროისთვის მხოლოდ ხუთმა სასტუმრომ შეძლო რეგულაციების გათვალისწინება. ამ სასტუმროებს შორის ერთ–ერთი „მელისია“, სადაც ამ დროისთვის ვიზიტორები არ ჰყავთ. მეპატრონემ საუბრისას აღნიშნა, რომ ვიზიტორებს ივლისის დასაწყისიდან ელოდება .

„წელს უფრო შიდა ტურიზმზე გვექნება აქცენტი გაკეთებული და იმედია წარმატებული წელი იქნება. გავიარეთ რეკომენდაციები და უფრო 10 ივლისიდან გვეყოლება სტუმრები“, – გვითხრა სასტუმრო „მელისის“ მეპატრონემ, კარინა ბარსეგიანმა.

როგორც, ბარსეგიანი ამბობს მასაც სხვა სასტუმროების მსგავსად რეგულაციებისთვის საკუთარი სახსრებით მოუწია ხარჯების დაფარვა. სახელმწიფოს მიერ შექმნილი ანტიკრიზისული გეგმიდან, როგორც ინდმეწარმემ ერთჯერადად 300 ლარიანი დახმარება მიიღო.

„რასაც ახლა ვუყურებ ძალინ ცოტა სასტუმროა გახსნილი, ბევრი ვერ ახერხებს რეკომენდაციების დაცვას თანხის გამო, რადგან უმეტესობას დავალიანება ჰქონდა დარჩენილი. მარტში ბევრი ჯავშანი გაუქმდა, რაც შეეხება დახმარებას 300 ლარი მივიღე ერთჯერადად, არც მიმიმართავს სახელმწიფოსთვის და არც არავინ დაგვხმარებია სხვა მხრივ“, – ამბობს ბარსეგიანი.

სასტუმრო „მელისის“ მეპატრონე ამბობს, რომ კარგი იქნება სახელმწიფოს მხრიდან მათთვის კომუნალურ გადასახადებზე თუ დაწესდება შეღავათები.

„რეკომენდაციების დაცვისთვის ზედმეტი ხარჯის გაღება მოგვიწია, რა თქმა უნდა ამის გამო გაგვიჭირდა ფინანსურად. კარგი იქნება თუ რაღაც შეღავათი გაკეთდება, თუნდაც კომუნალურებზე“,– გვითხრა მან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შემოწმების შემდეგ, რეგიონის მასშტაბით ამ დროისთვის ახალციხეში შვიდმა სასტუმრომ მოახერხა გახსნა, ოთხი სასტუმრო გაიხსნა აბასთუმანში, ერთი კი ახალქალაქში.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ზაფხულში ზარალი მივიღეთ, არც ზამთრის სეზონის იმედი გვაქვს’ - ბაკურიანის სასტუმროები
რომელმა სასტუმროებმა გაიარეს შემოწმება სამცხე-ჯავახეთში
ახალციხის სასტუმროებში ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ
ახალციხეში სასტუმროს გახსნის უფლება ხუთმა სასტუმრომ მიიღო
ბაკურიანში სასტუმროები რეგულაციებს ფინანსური პრობლემების გამო ვერ ასრულებენ
დააკლდნენ ახალციხეს რუსი ტურისტები?
ახალციხეში 60-მდე სასტუმროდან გახსნის სურვილი მხოლოდ 6-მა გამოთქვა