FM97.5 / LIVE

ახალციხეში 60-მდე სასტუმროდან გახსნის სურვილი მხოლოდ 6-მა გამოთქვა

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.06.2020
10 ივნისის მონაცემებით, ახალციხეში მდებარე 60–მდე სასტუმროდან გახსნის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ ექვსმა მიმართა. შემოწმების შემდეგ, მუშაობის უფლება ერთმა მათგანმა მიიღო. სასტუმროების მეპატრონეების ნაწილი აცხადებს, რომ რეგულაციების შესრულება გაუჭირდებათ.

ახალციხეში 60-მდე სასტუმროდან გახსნის სურვილი მხოლოდ 6-მა გამოთქვა

ახალციხეში მდებარე სასტუმრო „ტურისტის“ მეპატრონე მანანა გოგოლაძე, ამ ეტაპზე ობიექტის ამუშავებას არ გეგმავს. ამბობს, რომ რეკომენდაციების შესრულება გაუჭირდება, რადგან ჩავარდნილი ტურისტული სეზონის გამო, საჭირო ინვენტარის საყიდელი თანხა არ აქვს.

„დისტანციური თერმომეტრი და დეზობარიერი არ მაქვს, არც სადეზინფექციო სითხეები. რადგან საოჯახო სასტუმროა ასევე გამიჭირდება მისაღების მინის ბარიერით გამოყოფაც. ყველაფერი ფულთანაა დაკავშირებული. ამ ყველაფრის გამო თავი შევიკავე, თუმცა შევეცდები რომ ნელ–ნელა ყველაფერი მოვაწესრიგო. ეს წელი რომ ტურისტულად ჩავარდნილია ყველამ ვიცით, სხვა რამის ილუზია არ უნდა გვქონდეს“, - ამბობს მანანა.

„ტურისტისგან“ განსხვავებით მუშაობის განახლებას გეგმავს სასტუმრო „ტიფლისი“, ობიექტის მეპატრონემ გახსნის ნებართვის მოსაპოვებლად, განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე უკვე შეავსო და ახლა ზედამხედველობის სამსახურიდან შემოწმებას ელოდება.

„დღეს ან ხვალ ველოდებით შემოწმებაზე უნდა მოვიდნენ. მისაღები რეკომენდაციებია, თუმცა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული მათი შესრულება, თუნდაც ის რომ ყოველ ორ საათში პირბადეები უნდა შევცვალოთ“, - ამბობს აბულაძე.

გახსნის ნებართვის მოპოვებაზე ფიქრობენ რაბათში მდებარე სასტუმროების „ოლდ რაბათის“, „კესანეს“ და „მილენიუმ რაბათის“ მეპატრონეებიც.

„აუცილებლად გავიხსნებით, ახლა სამზარეულოს ვაფართოვებთ. ჩვენთვის მარტივი არ იქნება ამდენი რეკომენდაციის შესრულება, ეს სტუმრისთვისაც არაკომფორტული იქნება, თუმცა მაქსიმალურად შევეცდებით შესრულებას“, - გვითხრა „კესანესა“ და „ოლდ რაბათის“ მეპატრონე ციალა შავაძემ.

„მე უკვე ინფორმირებული ვარ რა რეკომენდაციებიც გასცა ჯანდაცვის სამინისტრომ. შევიძინე რაც საჭირო იყო. ველოდები 15 ივნისს ტურიზმი რომ გაიხსნას. ამის შემდეგ ყველაფერს გავაკეთებ. რეგისტრაციასაც. არაფერი პრობლემური არაა. სწორად გაგება სჭირდება ამ რეკომენდაციებს. რთული რაც ეწერა ჭურჭლის რეცხვის პროცედურებია, მაგრამ მე ჭურჭლის მანქანა მაქვს და ამ პროცედურებს მიხსნის“, - განმარტეს სასტურო „მილენიუმ რაბათში“.

სასტუმროებს ეკონომიკური საქმიანობის განახლებისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განაცხადის შევსება რვა ივნისიდან შეუძლიათ.

განაცხადის შევსების შემდეგ, ინფორმაცია ახალციხის ზედამხედველობის სამსახურს ეგზავნება, ისინი კი ამოწმებენ აკმაყოფილებს თუ არა სასტუმრო რეკომენდაციებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, მიშა მაკარიძის განმარტებით, ახალციხეში არსებული 60-მდე სასტუმროდან ამ ეტაპზე მათთან მხოლოდ 6 განაცხადი შევიდა, აქედან შემოწმების შემდეგ დადებითი პასუხი მხოლოდ ერთმა მიიღო.

„პირველივე ჯერზე შემოსული სამი განაცხადიდან სამივე დახარვეზდა, შემდეგ ერთი სასტუმრო, „ნიუ გრანდი“ თავიდან შევამოწმეთ და დადებითი პასუხი მიიღო. დღეს სამი სასტუმროს „პრესტიჟის“, „ტიფლისის“ და „რიოს“ განაცხადები გვაქვს“, - ამბობს მაკარიძე.

მისივე თქმით, დანარჩენმა სასტუმროებმა შემოწმების თარიღი გადადეს: „ამის გამო ავტომატურად დახარვეზებულად ჩაითვალნენ“.

მაკარიძე აღნიშნავს, რომ სასტუმროებში ძირითადი პრობლემა პერსონალის მოუმზადებლობა იყო.

„პერსონალი უნდა გადამზადდეს. სამზარეულოში და სასტუმროს ტერიტორიაზე მოქმედების წესები იცვლება, ამისთვის მზად თუ არ არიან, გაუჭირდებათ ნებართვის მიღება“.

სასტუმროების გახსნის გადაწყვეტილება, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების და კორონავირუსის შიდა გავრცელების რისკის შემცირების შემდეგ, 27 მაისს მიიღო.



აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს.

[მარიამ ბარძიმაძე,ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სასტუმროს გახსნის უფლება ხუთმა სასტუმრომ მიიღო
რომელმა სასტუმროებმა გაიარეს შემოწმება სამცხე-ჯავახეთში
რა პრობლემებზე საუბრობენ სასტუმროების მეპატრონეები სამცხე–ჯავახეთში
‘ზაფხულში ზარალი მივიღეთ, არც ზამთრის სეზონის იმედი გვაქვს’ - ბაკურიანის სასტუმროები
კვირის აქცენტი: ‘რეგულაციების შესრულება დიდ ხარჯს უკავშირდება’ - სასტუმროს მეპატრონე
ბაკურიანში სასტუმროები რეგულაციებს ფინანსური პრობლემების გამო ვერ ასრულებენ
როდის გაიხსნება ვიზიტორებისთვის სამცხე–ჯავახეთში არსებული მუზეუმ–ნაკრძალები