FM97.5 / LIVE

‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.07.2020
დღეს, 10 ივლისს სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილ მოსახლეობას, ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ განუცხადა, რომ 30 ივნისს მთაში მოპარული პირუტყვის საქმეზე, სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაცია, თურქეთის ჟანდარმერიასთან აქტიურად თანამშრომლობს.

‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

13 სოფლის მოსახლეობა მომთაბარე მწყემსების ცხვრის ფარების მიერ განადგურებული სათიბების გარდა, 70 სულამდე მოპარული საქონლის საკითხსაც აპროტესტებდა. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მათი პირუტყვის მოპარვაში მომთაბარე მწყემსები ფიგურირებდნენ.

აქციის მონაწილეებს ქალაქის მერმა, ზაზა მელიქიძემ განუცხადა, რომ ქურდობის საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს, გარდა ამისა თურქულ მხარესთან მოლაპარაკებებს სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილიც აწარმოებს.

„გუბერნატორი ესაუბრა თურქეთის მხარეს, არდაგანის გუბერნატორს. ჩვენი პოლიცია და თურქეთის ჟანდარმერია თანამშრომლობენ, ინფორმაციებს ცვლიან, იქ სატელეფონო კავშირებია. გუშინ წინაც სამხარეო ადმინისტრაციაში ვიყავით შეკრებილები, ამ პრობლემაზე ვმსჯელობდით“,- განაცხადა მელიქიძემ.

ჭაჭარაქში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ 70-მდე სული საქონელი თურქეთის საზღვართან მდებარე ე.წ. უზუნჩაირის მთიდან 30 ივნისს, გამთენიისას მოპარეს. ისინი ვარაუდობენ, რომ საქონელი თურქეთში გადაიყვანეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს.

[მარიამ ბარძიმაძე,ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ჭაჭარაქში 70 სული საქონელი მოიპარეს
თურქეთში ახალქალაქიდან მოპარული 19 სული საქონელი ნახეს
აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]
‘ორ დღეს ვაძლევ ვაჟა ჩიტაშვილს რომ თავისი ფარები მოაშოროს’ -  ბესიკ ამირანაშვილი [ვიდეო]
ნინოწმინდაში ადგილობრივს 16 სული ძროხა მოპარეს
'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]
ახალქალაქში, სოფელ სულდასთან ადგილობრივები აქციას მართავენ