FM97.5 / LIVE

ვანო მერაბიშვილი: 'ვერ შეგვაშინებენ და ვერ გაგვტეხენ'

მთავარიპოლიტიკა 24.11.2013
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სასამართლო პროცესთან და შსს-ს მუშაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ვანო მერაბიშვილი: 'ვერ შეგვაშინებენ და ვერ გაგვტეხენ'
"სამხრეთის კარიბჭე" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც ხედავთ, ჩვენ კვლავ ვიმყოფებით ქუთაისის სასამართლოში, სადაც გრძელდება პოლიტიკური სასამართლო პროცესი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.

ეს არის სასამართლო, რომელიც ივანიშვილის პროკურატურამ სპეციალურად შეარჩია მის მიმართ ლოიალურობისა და მორჩილების ნიშნით.

მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ სასამართლომ, ივანიშვილის პროკურატურის პირდაპირი დაკვეთით, გასული ექვსი თვის განმავლობაში, ჩვენს საქმეზე დაარღვია საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის პრაქტიკულად ყველა ძირითადი მოთხოვნა.

ამ სასამართლომ არსებით განხილვებზე დასაკითხად პროკურატურას დაუმტკიცა მოწმეთა უპრეცედენტო რაოდენობა - 3969 მოწმე. მოწმეთა აღნიშნული რაოდენობა პროკურატურას სჭირდება, რათა ამოეფაროს მათ ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის დროს. ანალოგიური მცდელობა აქვს ქუთაისის სასამართლოს, რათა დაკითხოს მაქსიმალურად მეტი რაოდენობის მოწმე და ამოეფაროს მათ რაოდენობას, მათი ჩვენებების მხედველობაში მიღების გარეშე.

დამატებით უნდა აღვნიშნო ერთი გარემოება - ივანიშვილის პროკურატურა, მის მორჩილ სასამართლოსთან ერთად ცდილობს, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შემიქმნან და ხშირად მატარონ 600 კილომეტრიან გზაზე, რათა ვერ მოვახდინო კონცენტრირება და ვერ დავიცვა ჩემი უფლებები.

აქამდე გამართულმა ყველა სასამართლო პროცესმა აჩვენა, რომ ივანიშვილის პროკურატურას არა აქვს მტკიცებულებები. ისინი, ქუთაისის სასამართლოს მეშვეობით ცდილობენ, რაც შეიძლება გაახანგრძლივონ ჩემი უკანონო პატიმრობა, რაც შეიძლება გააწვალონ მოწმეები, რომლებიც ზეწოლის მიუხედავად, ჩემი ან ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალეულობაზე არ საუბრობენ და განახორციელონ ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რათა მე ბრძოლა შევწყვიტო. გარდა ამისა, უპრეცედენტო რაოდენობის მოწმეების დაკითხვებზე და შემდგომ სასამართლო პროცესებზე ტარება მიზნად ისახავს ზეწოლა მოახდინონ ჩვენს აქტივისტებზე და დისკომფორტი შეუქმნან მათ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ურთიერთობის გამო.

მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს და მის მორჩილ კონფორმისტებს - პროკურატურასა თუ სასამართლოში - უკანონო პატიმრობით, სპეციალურად აქეთ-იქეთ ხშირად ტარებითა და ამ უაზრო სასამართლო პროცესებით ვერ შეგვაშინებენ და ვერ გაგვტეხენ, მათ ამისი იმედი ტყუილად აქვთ.

ჩვენ ყველა ასპარეზზე ვაგრძელებთ და კვლავაც გავაგრძელებთ სამართლებრივ და პოლიტიკურ ბრძოლას, და ეს ბრძოლა მიდის არა ჩემი თავისუფლების, არამედ საქართველოს სახელმწიფოს განვითარებისა და გაძლიერებისთვის.

აქვე მინდა გამოვეხმაურო შინაგან საქმეთა სამინისტროს უკანასკნელ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2013 წლის პირველ 10 თვეში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 59% იყო, რაც მკვეთრად აღემატება წინა, 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვნებელს - 18.5%-ს. გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით ამავე პერიოდში 2013 წელს მოხდა დაახლოებით 24 000 დანაშაული, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2012 წელს 31 000 იყო.

მსგავსი სტატისტიკის გამოქვეყნება იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი საზოგადოების იმ რეაქციაზე, რაც ციხეებიდან პატიმრების მასობრივ გათავისუფლებას და შესაბამისად კრიმინალის ზრდას მოჰყვა. ცნობისთვის დაახლობით 15 000 ადამიანი გათავისუფლდა საპატიმროებიდან.

შედეგად მივიღეთ ძალიან პარადოქსული სურათი - ციხეებიდან პატიმრების მასობრივმა გათავისუფლებამ დანაშაულის მაჩვენებელი კი არ გააუარესა, არამედ გააუმჯობესა კიდეც.

როგორ ავხსნათ ეს ანომალიური მოვლენა?

ვერსია 1 - აქამდე ციხეში მხოლოდ პატიოსანი ადამიანები ისხდნენ და როგორც კი ისინი „უკანონო“ პატიმრობიდან გათავისუფლდნენ, არა თუ უარი თქვეს თავად ჩაედინათ დანაშაული, არამედ სხვა გარეთ მყოფი კრიმინალებიც დაარწმუნეს თავი შეეკავებინათ ამისგან.ჩემი განათლება და გამოცდილება არ მაძლევს საშუალებას ვირწმუნო ამ ვერსიის სანდოობა.

ვერსია 2 - შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა ფურცელზე მაინც გაეუმჯობესებინა სიტუაცია და ამით შეეცვალა საზოგადოებრივი აზრი.

შედეგად მივიღეთ ის, რომ შემცირდა დანაშაულის რეგისტრაცია (და არა ჩადენილი დანაშაული) და შესაბამისად გახსნის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.

საინტერესოა რომელ ქვეყნებში ვაწყდებით დანაშაულის გახსნის ანალოგიურ მაჩვენებლებს. საილუსტრაციოდ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჯგუფს, რომელთაც მსგავსი მაჩვენებლები აქვთ:

I ჯგუფი

- უკრაინა (2011 წელი) – 57%
- რუსეთის ფედერაცია (2012 წელი) – 54%
- საქართველო (2003 წელი) – 76%
- საქართველო (2013 წელი) – 59%

საინტერესოა რომელ ჯგუფში იყო საქართველო 2012 წელს გახსნის „დაბალი“ მაჩვენებლით:

II ჯგუფი

- აშშ (2012 წელი) – 22,3%
- ჩეხეთი (2009 წელი) – 38%
- შვედეთი (2010 წელი) – 31%
- ნორვეგია (2010 წელი) – 29%
- საქართველო (2012 წელი) – 18.5%

სულაც არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა შევარდნაძე-თარგამაძის სტატისტიკას დაემსგავსა. დღეს ამ უწყებას სწორედ იმ ეპოქის საყრდენი მილიციელები - ტაბატაძე, ბედია და სხვები მართავენ", - წერს ვანო მერაბიშვილი.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს: სამცხე-ჯავახეთში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა მოიმატა
ვანო მერაბიშვილი გუშინდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება
შსს-ს ინფორმაციით დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაორმაგდა
შსს: ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა იკლო
შსს: 2013 წელს სამცხე-ჯავახეთში დანაშაულმა 24,6%-ით მოიმატა
შსს: ნოემბერში სამცხე-ჯავახეთში დანაშაულის ჩადენის 78 შემთხვევა დაფიქსირდა
მერაბიშვილი: ქუთაისის სასამართლომ დიდი თეთრი ალამი აღმართა სასამართლოს თავზე