FM97.5 / LIVE

1 ივლისიდან ‘ნამცხვრისა და პიცის სახლი’ განახლებული მენიუთი გიმასპინძლებთ ®

მთავარისიახლე, რეკლამა 01.07.2020
2 თვიანი კარანტინის შემდეგ, თანდათან ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ალბათ, უკვე მოინახულეთ მონატრებული ახლობლები და მუშაობასაც ოფისებიდან შეუდეგით. შესვენების დროს, „ნამცხვრისა და პიცის სახლსაც“ ესტუმრებოდით. თუმცა, იქ სტუმრობას 1 ივლისიდან სულ სხვა ხიბლი ექნება, რადგან განახლებული მენიუ და ევროპული კერძები დაგხვდებათ. სიახლეების შესახებ, ლალი სამსონიძე გვესაუბრება.

1 ივლისიდან ‘ნამცხვრისა და პიცის სახლი’ განახლებული მენიუთი გიმასპინძლებთ ®

რა სიახლეებს სთავაზობს“ ნამცხვრისა და პიცის სახლი“ მომხმარებელს?

1 ივლისიდან ჩვენთან შემოსულ სტუმარს განსხვავებული და მრავალფეროვანი მენიუ დახვდება. სტარტერი, სალათები, პასტა, პიცები, მთავარი კერძები და დესერტები – ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელიც დაემატა ან გაუმჯობესდა ჩვენ მენიუში. შემწვარი ქათმის ფრთები, შემწვარი ყველის ჩხირები, შემწვარი სულგუნის სალათი, სტეიკ სალათი, კრემ სუპები და მთავარი კერძები – რომელშიც საკმაოდ დიდი აქცენტი ხორცზე კეთდება, ეს კერძების არასრული ჩამონათვალია „ნაცხვრისა და პიცის სახლის“ მენიუდან.
გავითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ მომხმარებლისთვის ახალი კერძების შეთავაზება და მითუმეტეს დიდი ჩამონათვალი, შეიძლება არაკომფორტული ყოფილიყო. ამიტომ ისეთ კერძებზე შევაჩერეთ არჩევანი, რომელიც ერთი მხრივ საინტერესო იქნებოდა მომხმარებლისთვის. მეორე მხრივ, მოერგებოდა ჩვენი სამზარეულოს პირობებს.

1 ივლისიდან ‘ნამცხვრისა და პიცის სახლი’ განახლებული მენიუთი გიმასპინძლებთ ®
შემწვარი სულგუნის სალათი

1 ივლისიდან ‘ნამცხვრისა და პიცის სახლი’ განახლებული მენიუთი გიმასპინძლებთ ®
სტეიკ სალათი

1 ივლისიდან ‘ნამცხვრისა და პიცის სახლი’ განახლებული მენიუთი გიმასპინძლებთ ®
ტუნას სალათი

რა ბედი ეწევა ძველ მენიუს?

რა თქმა უნდა, ძველი მენიუ რჩება, თუმცა გაუმჯობესებული ვარიანტით. შემოვიტანეთ ახალი ცომის აპარატი, რომელიც იდეალურ ცომს ამზადებს და ამ ხაზის მიმართულებითაც უკეთეს პროდუქტს შევთავაზებთ მომხმარებელს.
გარდა ამისა, ვაუმჯობესებთ დესერტების მიმართულებას. ჩვენ დახლებზე, სულ მალე მომხმარებელი იხილავს ფრანგული ხაზის ტორტებს, ჩიზქეიქის ტორტებს, სხვადასხვა გემოს დესერტებსა და ფრანგულ კრუასანებს.

1 ივლისიდან ‘ნამცხვრისა და პიცის სახლი’ განახლებული მენიუთი გიმასპინძლებთ ®

1 ივლისიდან ‘ნამცხვრისა და პიცის სახლი’ განახლებული მენიუთი გიმასპინძლებთ ®

ასევე რჩება სალათები, ესეც გაუმჯობესებული ვარიანტით, რადგან ვისწავლეთ დრესინგების და სოუსების მომზადება, რომელიც აკეთილშობილებს თითოეულ გემოს.

როგორც იქნა დამითანხმეს, რომ პიცების მიმართულებითაც გაგვეკეთებინა ცვლილება. ჩვენი ძვეული მენიუდან დავტოვეთ ორი ყველაზე მეტად გაყიდვადი პიცა: „საფირმო“ და „პიცა ბეკონით“. დავამატეთ 5 სახეობის იტალიური პიცა, რომლებსაც ფანტასტიური გემო აქვს და ვეჭვიანობ კონკურენცია არ გაუწიოს ჩვენ ძველ პიცებს.

როგორი იქნება ახალი მენიუს ფასები?

ძველი მენიუს მიმართულებით შენარჩუნებული იქნება იგივე ფასები. რაც შეეხება ახალ მენიუს აქ ფასები 7–19 ლარამდე მერყეობს. წვნიანები იქნება 7 ლარი, პასტები – 8–9 ლარი, საქონლის ხორცის სტეიკი -18,00 ლარი.

მინდა აღვნიშნო, რომ ვმუშაობთ ხარისხიანი პროდუქტით, რომელიც არც ისე იაფია. ვაკეთებთ მინიმალურ ფასნამატს, რათა ჩვენი კერძები ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს. მინდა თითოეულმა აქ შემოსულმა სტუმარმა ღირსეულად იგრძნოს თავი.

როგორ მოახერხეთ ახალი მენიუს შემუშავება, რა რესურსები გაიღეთ ამისთვის?

მაისის თვე დავუთმეთ საკონდიტრო მიმართულებას და დამოუკიდებლად ვტესტავდით ახალ გემოებს, ტორტებისა და დესერტების მიმართულებით.

ივნისის თვე, კი, დავუთმეთ კულინარიულ მიმართულებას. მოვიწვიეთ ერთ–ერთი ცნობილი შეფ–მზარეული ალექს ნათაძე, რომელიც დაგვეხმარა ახალი მენიუს შემუშავებაში და მასტერკლასები ჩაუტარა ჩვენ პერსონალს, განსაკუთრებით შეფ–მზარეულს, რომელიც ჩვენი გუნდის ახალი წევრია. ალექსმა, 2 კვირის განმავლობაში, ძალიან ბევრი სიახლე შემოიტანა ჩვენ სამზარეულოში.

1 ივლისიდან ‘ნამცხვრისა და პიცის სახლი’ განახლებული მენიუთი გიმასპინძლებთ ®

გარდა ამისა, ინვესტიცია ჩავდეთ დანადგარების მიმართულებითაც – განვაახლეთ სამზარეულოს ტექნიკა და ინვენტარი, რომელიც სწრაფ მომსახურებაში შეგვიწყობს ხელს.

აგრეთვე დავდგით პროფესიონალი ყავის აპარატი და ხელშეკრულება დავდეთ ესპანური ყავის მომწოდებელთან. ნამდვილად განსხვავებულ ყავას დააგემოვნებენ ყავის მოყვარულები.

როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად მიიღებს ახალ მენიუს მომხმარებელი?

ჩვენ გვქონდა საკმაოდ მწირი მენიუ. მას ვისაც მოსწონდა ძველი მენიუ, საშუალება ექნება რომ ისევ ის მენიუ შეუკვეთოს. რესტორნის მენიუთი ჩვენ დამატებითი სერვისი შევთავაზეთ და მე ვფიქრობ მისაღები უნდა იყოს.

გარდა ამისა, გავითვალისწინეთ ისიც, რომ კერძების უცხო დასახელებებმა შეიძლება დაბნეულობა გამოიწვიოს მომხმარებელში. ამიტომ, თითოეულ კერძის დასახელებაში შევიტანეთ აღწერა, მომხმარებლისთვის ხელის გულზე იქნება გაშლილი პროდუქცია, რასაც შეიცავს თითოეული კერძი.

რატომ გადაწყვიტეთ მენიუს შეცვლა?

ყველაფერი მოდის მომხმარებლების სურვილებიდან – თუ შენ მომხმარებელს უსმენ, იცი რა უნდა გააკეთო, რა სჭირდება მას.
ბოლო პერიოდში, ხშირად გვესმოდა ჩვენი მომხმარებლისგან, რომ სიახლეები სჭირდებოდათ და გვთხოვდნენ მენიუში კერძების დამატებას. გარდა ადგილობრივი მომხმარებლებისა, შარშანდელმა ზაფხულმაც აჩვენა, რომ ჩვენი მენიუ არც ტურისტებს აკმაყოფილებდათ. მოსწონდათ ხარისხი, გარემო, ფასი, თუმცა არ აკმაყოფილებდათ მენიუ.

ამ ყველაფერმა გვიბიძგა დაგვეწყო ფიქრი ცვლილებებზე. პანდემიის პერიოდი აღმოჩნდა ჩვენთვის საუკეთესო პერიოდი სიახლეებზე გადაწყობისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში არ ვმუშაობდით, გამოვიყენეთ ეს დრო შიდა სწავლებებისა და სიახლეების დანერგვისთვის.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც არ ვმუშაობდით, ძალიან დიდ გულშემატკივრობას ვგრძნობდით ჩვენი თანამოქალაქეებისგან. ამიტომ ასე ვიტყვი, რომ ყველა სიახლე პირველ რიგში, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ახალციხელებისთვისაა.

კიდევ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ თქვენგან?

სიახლეები გვექნება, არა მხოლოდ ახალციხისთვის. რეგიონისთვისაც. ასევე, ვფიქრობთ დედაქალაქში გახსნასაც. თუმცა ჯერ ამისთვის ვემზადებით და დეტალებს ჩემთვის მოვიტოვებ...

„სამხრეთის კარიბჭე“ მოწვეულ შეფ–მზარეულს, ალექს ნათაძესაც გაესაუბრა.

„მე ვფიქრობ ახალციხისთვის ასეთი კერძები სიახლე იქნება. პერსონალმაც ძალიან სწრაფად აითვისა ყველაფერი და ვფიქრობ, გაამართლებს და იქნება წარმატებული ეს მენიუ და კერძები. ისეთი მხარდაჭერა აქვთ მზარეულებს მენეჯმენტისგან, რომ არ გამოვიდეს შეუძლებელია!“,– ამბობს ალექს ნათაძე.

‘ნამცხვრისა და პიცის სახლმა’12 ივნისს ადგილობრივები მოიწვია და ახალი კერძების დეგუსტაცია მოაწყო. „გემოების ზეიმი“ ასე უწოდა ერთ–ერთმა სტუმარმა „ნამცხვრისა და პიცის სახლის“ მიერ გამართულ დეგუსტაციას.

1 ივლისიდან ‘ნამცხვრისა და პიცის სახლი’ განახლებული მენიუთი გიმასპინძლებთ ®

მანამდე, შეგიძლიათ ძველი და კარგად ნაცნობი გემოებით ისიამოვნოთ. 1 ივლისი, კი „ნამცხვრისა და პიცის სახლის“ სტუმრებისთვის ახალი კერძების დაგემოვნების დროა.

1 ივლისიდან ‘ნამცხვრისა და პიცის სახლი’ განახლებული მენიუთი გიმასპინძლებთ ®

1 ივლისიდან ‘ნამცხვრისა და პიცის სახლი’ განახლებული მენიუთი გიმასპინძლებთ ®

1 ივლისიდან ‘ნამცხვრისა და პიცის სახლი’ განახლებული მენიუთი გიმასპინძლებთ ®

1 ივლისიდან ‘ნამცხვრისა და პიცის სახლი’ განახლებული მენიუთი გიმასპინძლებთ ®


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თიბისის მხარდაჭერით თბილისში ვეგანური კაფე  SEED გაიხსნა ®

‘სტუმრებისათვის გამოიყენეთ ერთჯერადი მენიუ’- რეკომენდაციები რესტორნებისთვის
საახალწლო ღამის ფასები ახალციხის რესტორნებში
როგორ შეხვდებიან ახალ წელს ახალციხის რესტორნებში?
რა ღირს ახალი წლის ღამე ახალციხის ბარ–რესტორნებში

‘დღე და ღამე აქ ვართ, გვესმის სიტუაციის სირთულე’ - აბასთუმნის საკარანტინო ზონა
საფეხური: კვების რაციონი ახალციხის ბაღებში [Audio]