FM97.5 / LIVE

ახალციხეში სასტუმროს გახსნის უფლება ხუთმა სასტუმრომ მიიღო

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.06.2020
ახალციხის მერიაში 17 ივნისის მდგომარეობით, გახსნის მოთხოვნით 12 სასტუმროს განაცხადია შესული. აქედან დადებითი პასუხი მხოლოდ ხუთმა მიიღო.

ახალციხეში სასტუმროს გახსნის უფლება ხუთმა სასტუმრომ მიიღო

ახალციხის მერიის ეკონომიკური დაგეგმვის ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების განყოფილების უფროსი, გიორგი თედორაძე იმ სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელიც განცხადების შესვლის შემდეგ სასტუმროებს ამოწმებს.

მისი თქმით, ამ დრომდე მათთან 12 განაცხადი შევიდა, აქედან მოგვიანებით ორმა უარი თქვა შემოწმებაზე, ხუთი სასტუმრო დახარვეზდა, ამდენივეზე კი გახსნის ნებართვა გაიცა.

„ხუთი სასტუმრო გაიხსნა, ესენია: ტიფლისი, რიო, პრესტიჟი, რაბათი და ნიუ გრანდი. დანარჩენ სასტუმროებს მცირე ხარვეზები ჰქონდათ და გამოსწორების შემდეგ თავიდან შევამოწმებთ“.

სასტუმროები ძირითადად ეკიპირების ფორმის არ ქონის გამო დახარვეზდნენ.

„არ ჰქონდათ ეკიპირება, მაგალითად თუ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სტუმარი შემოვიდა, ამისთვის სპეციალური ინსტრუქციაა საჭირო. როგორ უნდა მოხდეს მასთან უერთიერთობა დააშ. ასევე ჭურჭლის სარეცხი ნიჟარები არ იყო მონიშნული. პირველი ნიჟარაში 40 გრადუსზე ირეცხება, ასევე მეორეშც, მესამეში კი 60 გრადუსზე“, - ამბობს თედორაძე.

სასტუმროებს ეკონომიკური საქმიანობის განახლებისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განაცხადის შევსება რვა ივნისიდან შეუძლიათ.

განაცხადის შევსების შემდეგ, ინფორმაცია ახალციხის ზედამხედველობის სამსახურს ეგზავნება, ისინი კი ამოწმებენ აკმაყოფილებს თუ არა სასტუმრო რეკომენდაციებს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რომელმა სასტუმროებმა გაიარეს შემოწმება სამცხე-ჯავახეთში
ახალციხეში 60-მდე სასტუმროდან გახსნის სურვილი მხოლოდ 6-მა გამოთქვა
ახალციხის ციხეში პირველი სასტუმრო გაიხსნა
8 ივნისიდან  სასტუმროები მუშაობას განაახლებენ
დასუფთავების მოსაკრებელი – რა თანხა შევიდა ადგილობრივებისგან ბიუჯეტში ერთ თვეში
‘ზაფხულში ზარალი მივიღეთ, არც ზამთრის სეზონის იმედი გვაქვს’ - ბაკურიანის სასტუმროები
ახალციხის მერიამ 8 იურიდიულ პირს სასამართლოში უჩივლა