FM97.5 / LIVE

კორონავირუსის სიმპტომების მქონე აბიტურიენტი გამოცდას იზოლირებულ ოთახში ჩააბარებს

მთავარისიახლე, განათლება, კორონავირუსი 09.06.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ აბიტურიენტს PCR ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტუდა, თუმცა მას გარკვეული სიმპტომები აქვს, გამოცდის ჩაბარება იზოლირებულ ოთახში მოუწევს.

კორონავირუსის სიმპტომების მქონე აბიტურიენტი გამოცდას იზოლირებულ ოთახში ჩააბარებს

„თუ აბიტურიენტს ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას კოვიდზე ტესტი გაკეთებული აქვს და პასუხი უარყოფითია, მაშინ შესაბამისი პროტოკოლი არსებობს როგორ ვიქცევით ამ შემთხვევაში. ის დაიშვება გამოცდაზე, მაგრამ თუ ტემპერატურასთან ერთად სხვა სიმპტომებიც აქვს, ამ შემთხვევაშიც სპეციალური პროტოკოლია. ის დაიშვება გამოცდაზე იზოლირებულ ოთახში, შესაბამისი ბარიერებით, რომ ყველა მოულოდნელობა გამოირიცხოს", – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ თუ აბიტურიენტს კოვიდ ინფექცია დადასტურებული არ აქვს, გამოცდაზე მისვლა შეძლოს.


"სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, თუ კოვიდ ინფექცია დადასტურებული არ არის, აბიტურიენტის გამოცდაზე არ დაშვების ბარიერად არ შეიქმნას. ხაზს ვუსვამ, თუ PCR ტესტით პასუხი უარყოფითია და აბიტურიენტს გარკვეული სიმპტომები აქვს, მან გამოცდა შესაბამის პირობებში უნდა ჩააბაროს. არის რამდენიმე ვარიანტი. ტემპერატურა სიმპტომების გარეშე, ტემპერატურა და სიმპტომები, თითოეულ მათგანზე სპეციალური პროტოკოლი იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
უნარების გამოცდაზე ორი  აბიტურიენტი პირადობის მოწმობის გარეშე მივიდა
ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები
ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
‘შემოსვლიდან მეორე დღეს დაეწყო სიმპტომები’- გამყრელიძე ინფიცირებულზე
რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს – ამირან გამყრელიძის განმარტება
გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია