FM97.5 / LIVE

‘შემოსვლიდან მეორე დღეს დაეწყო სიმპტომები’- გამყრელიძე ინფიცირებულზე

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 28.02.2020
საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, იტალიიდან ქუთაისის აეროპორტში ჩამოვიდა. მან ინფექციურ საავადმყოფოს თავად მიმართა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსის მესამე შემთხვევაც დაფიქსირდეს.

‘შემოსვლიდან მეორე დღეს დაეწყო სიმპტომები’- გამყრელიძე ინფიცირებულზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კიდევ ერთ ადამიანს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, სიმპტომების გამოვლენა საქართველოში ჩამოსვლის მეორე დღეს დაეწყო. იგი ჩრდილოეთ იტალიაში იყო ხუთდღიან მოგზაურობაში და ის საქართველოში ოთხშაბათს დაბრუნდა.

„შემოსვლის შემდეგ იყო უსიმპტომო. ინტენსიურად მიმდინარეობს კონტაქტების ძიება. შემოსვლიდან მეორე დღეს დაეწყო სიმპტომები და მან თვითდინებით მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. ჩამოვიდა იტალიის რეისით, რომელიც ქუთაისში განხორციელდა. გუშინვე ჩაუტარდა გამოკვლევა. გვიან ღამით გვქონდა დადასტურებული შემთხვევა, თუმცა თავი შევიკავე განცხადებისგან, რადგან მინდოდა დილით კიდევ გადამემოწმებინა რეაგენტებით და როდესაც დავრწმუნდით, რომ იყო დადებითი, ვაკეთებთ განცხადებას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია“, - აცხადებს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არ აკონკრეტებენ დაინფიცირებულის სქესს და ასაკს.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ევროპაში ახალი შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება და კორონავირუსი ამ დროისთვის 51 ქვეყანაშია გავრცელებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საზღვრებზე მკაცრი კონტროლი ნაკლებად იქნება შედეგიანი.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კარანტინში იმყოფება 87 ადამიანი, აქედან 31 საჩხერეში, 21 აბასთუმანში და ასევე, გამოიყო ბავშვთა განყოფილება ტუბცენტრში, რომელიც იზოლირებულია ძირითადი შენობისგან და იქ არის 35 ადამიანი.

ადამიანებს, რომლებიც საქართველოში შემოდიან იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც კორონავირუსის მაჩვენებელი მაღალია და განსაკუთრებით ჩრდილოეთ იტალიიდან, ამირან გამყრელიძე აძლევს რეკომენდაციას, თუ სიმპტომები არ აღენიშნებათ, 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ. იმ შემთხვევაში, თუ ამ პერიოდში ექნებათ ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, მიმართონ ექიმს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ამირან გამყრელიძე: 'შემთხვევების ზრდა გვექნება, უკვე 127 ქვეყანაშია დაფიქსირებული ინფექცია'
ამირან გამყრელიძე: საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია
'ოჯახური შემთხვევებია' - ამირან გამყრელიძე კორონავირუსით ინფიცირებულ 5 პაციენტზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ვირუსების პიკი გადავლილია
‘არ უნდა იყოს მოულოდნელი, გვაქვს შემთხვევების მატება’ – ამირან გამყრელიძე
‘ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია’ – გამყრელიძე
კორონავირუსის სიმპტომების მქონე აბიტურიენტი გამოცდას იზოლირებულ ოთახში ჩააბარებს