FM97.5 / LIVE

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს – ამირან გამყრელიძის განმარტება

მთავარისიახლე, კორონავირუსი 26.10.2020
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსისთვის დამახასიათებელ იმ ხუთ ძირითად სიმპტომს ასახელებს, რომლის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს.

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს – ამირან გამყრელიძის განმარტება

„თითოეულმა მოქალაქემ აუცილებლად უნდა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმი ვინ არის, მისი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. ეს აუცილებელია, რადგან ახლა თანდათან არამარტო კოვიდი, ასევე სხვა რესპირაციული ვირუსებია ძალაში. აუცილებლად უნდა დარეკოთ ოჯახის ექიმთან, როცა გექნებათ ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, სურდო და ყელის ტკივილი. თუ ოჯახის ექიმის ნომერი არ გაქვთ მაშინ 112–ზე რეკავთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, ოჯახის ექიმი გადაწყვეტს, თუ როგორ იმოქმედოს სიმპტომიან პაციენტთან, დატოვოს სახლში, თუ გადაიყვანოს კოვიდკლინიკაში.

„ოჯახის ექიმთან ურთიერთობა დღეს გახლავთ მთავარი. ის გადაწყვეტს პაციენტი გადასაყვანია საავდმყოფოში, ან კოვიდსასტუმროში, თუ ბინაზე უნდა მოხდეს მკურნალობა. არ დაიწყოთ კითხვა ტესტი როგორ ჩავიტარო ან სად ჩავიტარო. ოჯახის ექიმი გეტყვით საჭიროა ანტიგენის ტესტი, თუ PCR ტესტი. მთავარია სწრაფი იზოლაცია, რომ არ მოხდეს გავრცელება, ეს არის ჩვენი სტრატეგია და მოქმედების გეზი, რომლიც არის ახლა და იქნება მომავალი თვეების განმავლობაში“, – თქვა გამყრელიძემ.

მისვე განმარტებით, ნოემბრის შუა რიცხვებში იქნება პიკი.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორია კორონავირუსის სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ვირუსების პიკი გადავლილია
‘ტემპერატურა და სპაზმური ხველა მაქვს’ – ახალციხელი ექიმი
‘სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ჯერ ოჯახის ექიმს მიმართეთ’ - დევი ტაბიძე
9 წესი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულმა სახლში  უნდა დაიცვას
ოჯახის ექიმის მომსახურება სოფლებში
ილია მეორე: ოჯახის სიმტკიცე თანდათან ეცემა