FM97.5 / LIVE

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, რეკომენდებულია პირბადის გამოყენება – ხათუნა ზახაშვილი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 05.05.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, სასურველია მგზავრებმა პირბადე გამოიყენონ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, რეკომენდებულია პირბადის გამოყენება – ხათუნა ზახაშვილი

„თუ დაავადებული ადამიანი გამოიყენებს ნიღაბს ის 50–70%–მდე შეამცირებს რისკს რომ გადადოს ჯანმრთელ ადამიანს, ეს შეეხება არამარტო კორონავირუსს არამედ სხვა რესპირაციულ ვირუსებსაც. იმ შემთხვევაში თუ ჯანმრთელი ადამიანი გამოიყენებს ნიღაბს, ნაკლები რისკია მის ცხვირსა და პირზე მოხვდეს ვირუსი, ხოლო თუ ორივე გამოიყენებს ეს რისკი იქნება მინიმალურად შემცირებული“, – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

მისი განმარტებით, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, სასურველია მგზავრებმა დახურულ სივრცეში ნიღაბი გამოიყენენ.

„ჩვენ ვფიქრობთ, თუ დაავადების გავრცელება შენარჩუნდა მომდევნო პერიოდის მანძილზე, მაშინაც კი როდესაც აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა რეკომენდირებული უნდა დარჩეს დახურულ სატრანსპორტო სივრცეში ნიღბის გამოყენება მგზავრების მიერ, რაც შეამცირებს დაავდების გავრცელების რისკს“, – თქვა ზახაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სუფთა ჰაერზე სეირნობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ სავალდებულოა მოქალაქეებმა სოციალური დისტანცია დაიცვან.

„გარეთ სეირნობის და სუფთა ჰაერზე ყოფნის საწინააღმდეგო ჩვენ არაფერი არ გაქვს, კი ბატონო ისეირნეთ, იყავით ფიზიკურად აქტიურები, ოღონდ დაიცავით სოციალური დისტანცია, ნუ იქნებით ახლოს შეჯგუფულები. სოციალური დისტანცირების დაცვა გახსოვდეთ, რომ საჭიროა ყოველთვის ,ეს იქნება ეზოში, ეს იქნება ვერანდაზე ან სხვა რომელიმე ღია სივრცეში“, – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მცირეწლოვანი ბავშვებისთვს ნიღბების ტარება არ არის რეკომენდირებული.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

COVID-19: უნდა გავუკეთოთ თუ არა 2 წლამდე ასაკის ბავშვს პირბადე
უმჯობესია ხელები ხშირად დაიბანოთ, ვიდრე მთელი დღე დაუმუშავებელი ხელთათმანი გეკეთოთ – ხათუნა ზახაშვილი
‘ადამიანებს შორის მანძილი უნდა იყოს დაცული’ - ხათუნა ზახაშვილი ტრანსპორტზე
‘საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ეტაპობრივად აღდგება’ – გამყრელიძე
'თუ ნიღაბი უკეთია დაავადებულსაც და ჯანმრთელსაც, ნულამდეა დაავადების რისკი' – იმნაძე
დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე მყოფი პირი 20 ლარით დაჯარიმდება
17 აპრილიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება