FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პედაგოგებმა გადამზადება გაიარეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 15.11.2013
სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების სწავლებისთვის სამცხე-ჯავახეთის სასწავლო უნივერსიტეტში ოთხი პედაგოგი გადამზადდა. პირველი ეტაპის პილოტირებას ირლანდიელი ექსპერტები დააკვირდნენ.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პედაგოგებმა გადამზადება გაიარეს
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ინდივიდუალური საჭიროების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირება“ (ASPIRE) მიზნად ისახავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ინდივიდების უფლებების გაძლიერებას განათლების ხელმისაწვდომობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილოების მიმართულებით.

საქართველოში აღნიშნულ პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი პარტნიორი უნივერსიტეტები ახორციელებენ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგ-პროგრამები, ასევე საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების განათლების უფლებებსა და მეთოდებზე.

„ირლანდიაში პედაგოგებს სამკვირიანი ტრენინგები ჩაუტარდათ, ახლა კი ჩვენ ჩამოვედით და ვაკვირდებით მოდულების პილოტირებას. არც თუ დიდი ხანი გავიდა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და დიდი შრომა ჩაიდო, ჩვენ კმაყოფილები ვართ“, - ამბობს ირლანდიაში, ლიმერიკის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ჯორელდ ქავანა.

გადამზადებული პედაგოგები სტუდენტებს ასწავლიან თუ როგორ უნდა იმუშაონ ისეთ კლასში, ან აუდიტორიაში, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ.

„პროექტის მიზანია, რომ ხელი შეუწყოს უნივერსიტეტების მზაობის ჩამოყალიბებას,რათა შეღწევადი გახდეს უნივერსიტეტი სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. პროექტი სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგება. ერთ-ერთი ისაა, რომ შეიქმნას სასწავლო მოდული, რომლის საშუალებითაც უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, განსაკუთრებით მომავალ მასწავლებლებს, წარმოდგენა ქონდეთ რა არის სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა. უნდა შეიცვალოს ბიბლიოთეკის პოლიტიკაც, ისე, რომ უფრო მიმღები გახდეს სხვადასხვა საჭიროებების მქონე სტუდენტებისთვის“,- ამბობს ლიმერკის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკარი ფოდრიკ ქერბი.

აღნიშნული პროექტი 2012 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო და სამ წელიწადს გაგრძელდება.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან პროექტის ფარგლებში ოთხი პედაგოგი გადამზადდა პროექტის ინსტიტუციური კოორდინატორის თინათინ გელაშვილის განმარტებით, პროექტის დადებითი მხარეა ისიც, რომ გარდა გადამზადებული პედაგოგებისა, უნივერსიტეტი სპეციალური ტექნიკითაც აღიჭურვა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მომავალი პედაგოგები ინკლუზიური განათლებისთვის ემზადებიან
სპექტაკლი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილეობით [Photo]
ინგლისურენოვანი სპექტაკლი  სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილოებით
რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის
შშმ პირების უფლებების დაცვისთვის ახალი პროექტი დაიწყო
'დემოკრატ მესხთა კავშირი' სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს საჩუქრად წიგნებს გადასცემს
ინკლუზიური განათლების პოლიტიკა საქართველოში