FM97.5 / LIVE

‘არც კარგი უნდა დაუკარგო და არც ცუდზე უნდა დაუხუჭო თვალი’ – ახალქალაქის მიტროპოლიტი ენზელ მკოიანზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.05.2020
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ დეპუტატ ენზელ მკოიანსა და სამველ პეტროსიანის დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „მომხდარს არ ეთანხმება", თუმცა „ადამიანს არც კარგი უნდა დაუკარგო და არც ცუდზე უნდა დაუხუჭო თვალი“.

‘არც  კარგი უნდა დაუკარგო და არც ცუდზე უნდა დაუხუჭო თვალი’ – ახალქალაქის მიტროპოლიტი ენზელ მკოიანზე

„დღეს დიდი კამათია ენზელ მკოიანზე. მე ვუთხარი, რომ შენ რასაც აკეთებ ყველაფერს აკეთებ არჩევნებისთვის–მეთქი. ოღონდ შენი საარჩევნო კამპანია იწყება, მაშინ როგორც კი წინა დასრულდება. მეორე დღიდან, შენ უკვე ფიქრობ შემდეგ არჩევნებზე და მე მივესალმები ასეთ ზრუნვას. თუ ეს არის წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე იწყება. აბა მეტი რისთვის გვინდა დეპუტატი და სახელმწიფო რომ იზრუნოს ხალხზე“.

წამყვანის კითხვაზე 26 მარტს მომხდარი დაპირისპირების კადრები თუ აქვს ნანახი, მიტროპოლიტმა უპასუხა, „კი, როგორ არა, მე არ ვეთანხმები... მე საერთოდ ასე ვიძახი, რომ ადამიანს არც კარგი უნდა დაუკარგო და არც ცუდზე უნდა დაუხუჭო თვალი. ეგ არ არის ჩემი საქმე, ეს არის კრიმინალური პოლიციის კვლევის საქმე და გამოიკვლიოს ვინ ვის ესროლა“.

მანვე განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანის“ წარმომადგენელი სამველ პეტროსიანი ჯავახეთში დამსახურბული პიროვნებაა, ამიტომ მას კარგი დახასიათება დაუწერა.

„ის მეორე პიროვნება რომელიცაა ასევე ჩართული, დამსახურებული ადამიანია ჯავახეთში და მე იმ ადამიანს დახასიათება დავუწერე და რაც კარგი აქვს გაკეთებული ჩამოვთვალე. შეიძლება ადამიანი ერთდროულად დააჯილდოვო კიდევაც და დასაჯო კიდევაც კარგისთვის და ცუდისთვის“,-ამბობს მიტროპოლიტი.

ინციდენტი ახალქალაქის ცენტრში 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ენზელ მკოიანის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

29 მარტს კი „პატრიოტთა ალიანის“ წარმომადგენელი ახალქალაქში, სამველ პეტროსიანი და ენზელ მკოიანის ძმისშვილი დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

დაკავებამდე სამველ პეტროსიანმა განაცხადა, რომ მან ვითარების განმუხტვის გამო ჰერში გაისროლა, იგივეს აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ენზელ მკოიანიც“. მოგვიანებით მკოიანმა განაცხადა, რომ პეტროსიანი მის მოკვლას ცდილობდა, ამის დასტურად კი სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული კადრები გაავრცელა.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ენზელ მკოიანი მოქალაქეების მიმართულებით ისვრის [ვიდეო]
სამველ პეტროსიანმა და ენზელ მკოიანის ძმისშვილმა საპატიმრო დატოვეს
‘ეს ადამიანი არის თვითგამოცხადებული მეფე ამ რეგიონში’ – ეკა გიგაური ენზელ მკოიანზე
ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების ახალი კადრები ვრცელდება
‘შესაშინებლად პლასტმასის იარაღი აიღო, არ გაუსროლია’ - მკოიანის ადვოკატი
ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
‘სამველ პეტროსიანი  ჩემს მოკვლას ცდილობდა’ – ‘ოცნების’ დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ ინცინდენტზე