FM97.5 / LIVE

‘ტურისტებს მოუწევთ დოკუმენტის წარდგენა, რომ კოვიდზე გამოკვლეული არიან’ - გამყრელიძე

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.05.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში შემოსვლისას, სავარაუდოდ, ტურისტებს მოუწევთ დოკუმენტის წარდგენა, რომ ბოლო 72 საათის განმავლობაში, კორონავირუსზე PCR - ტესტით არიან შემოწმებული.

‘ტურისტებს მოუწევთ დოკუმენტის წარდგენა, რომ კოვიდზე გამოკვლეული არიან’ - გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტურისტების მიღებისას აუცილებელია ქვეყანამ სიფრთხილე გამოიჩინოს და პირველ რიგში ტურისტების მიღება ე.წ მწვანე ქვეყნებიდან დაიწყოს.

„ ჩვენ მაქსიმალურად ისეთ პირობებს დავაწესებთ, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ძალიან მკაცრიც, რომ ადამიანს არ მოუნდეს შენთან ჩამოსვლა, მაგრამ უნდა იყოს ადვილად შესრულებადი და უნდა შეუწყო ხელი იმიტომ, რომ იგივე ჩვენი მოქალაქეები უნდა გავიდნენ ზაფხულში სხვაგან და შესაბამისად, ეს იქნება ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე. ალბათ შემოვა ე.წ. კოვიდის პასპორტივით მსგავსი დოკუმენტი, რომ ბოლო 72 საათში გამოკვლეული უნდა იყო და გქონდეს უარყოფითი რეაქცია PCR-ით. შემდეგ კიდევ მიდევნების აპლიკაციები არსებობს და ბევრი მექანიზმია. მაგალითად, საბერძნეთი ამის გამოყენებას უკვე წარმატებით იწყებს. საქართველოში ინფექციის გავრცელება დაბალია, ამიტომ ტურისტული პოტენციალი ძლიერია,“- აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის აუცილებელია გაიზარდოს შიდა ტურიზმი და ეს დამატებითი კვლევების საჭიროებას არ წარმოშობს
„შიდა ტურიზმი წელს ქვეყანაში მეტად უნდა განვითარდეს და მინდა, რომ ჩვენ ყველამ საქართველო უკეთ გავიცნოთ. მას დამატებით არავითარი კვლევები არ სჭირდება, თუ რა თქმა უნდა, არ გვაქვს ის რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ანუ ტემპერატურა და სხვა სიმპტომები. ჩვენ ტესტირებას სერიოზულად ვაფართოებთ. გავაოთხმაგეთ ჩვენ PCR ტესტირება და დღიურად 3000-მდე ავალთ ივნისში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად ეს აუცილებელია“,- ამბობს გამყრელიძე.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘არ უნდა იყოს მოულოდნელი, გვაქვს შემთხვევების მატება’ – ამირან გამყრელიძე
‘გრიპის ვაქცინის 210 000 დოზა შემოვა' - გამყრელიძე
იმნაძე მოუწოდებს მოსახლეობას შიდა ტურიზმის განვითარებისთვის საქართველოს კურორტებზე დაისვენონ
რაც ბოლო 4–5 დღის განმავლობაში ხდება ეს იყო პროგნოზირებადი – გამყრელიძე შემთხვევების  მატებაზე
‘კვლავ მწვანე ზონაში ვრჩებით’ - გამყრელიძე
გამყრელიძე მშობლებსა და სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს მიმართავს

‘აპრილის ბოლოს 1000-1200- ის ფარგლებში ველოდებით’ - გამყრელიძე