FM97.5 / LIVE

გამყრელიძე მშობლებსა და სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს მიმართავს

მთავარისიახლე, კორონავირუსი 10.09.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსწავლეს რომელსაც ტემპერატურა ან სხვა რესპირატორული სინდრომი ექნება, მშობელმა სკოლაში არ უნდა გაუშვას.

გამყრელიძე მშობლებსა და სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს მიმართავს

„აუცილებელია დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებსაც ჯანდაცვის სექტორი გასცემს. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ერთ კვირაში მობილობა გაიზრდება ქვეყანაში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, მივმართავ მშობლებს, რომ სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ბავშვი, ვისაც ექნება ტემპერატურის მატება ან რამე რესპირატორული სიმპტომები, დარეკონ 112-ზე და ექიმის კონსულტაციით მართონ შემთხვევა. ასევე მივმართავ სკოლის ხელმძღვანელებს, იყოს მუდმივი თერმოსკრინინგი და არ დაუშვან მომატებული ტემპერატურით ბავშვი სკოლაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, პრევენციის მიზნით, სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები ყოველდღიურად სველი წესით უნდა დალაგდეს. ასევე სასურველია გამოიყენონ სწავლების ჰიბრიდული მოდელი.

„უნდა ჩატარდეს პერიოდული დეზინფექცია, დაიცვან დისტანცია, ჰიბრიდული მოდელის უფრო ფართოდ გამოყენება აუცილებელია, რომ თავი დავიზღვიოთ დიდი მობილობის პროცესში, როდესაც ერთად 120-130 სტუდენტი უნივერსიტეტებში და 3-ჯერ მეტი მოსწავლე წავა სკოლებში, თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელების ინტენსიფიკაცია ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს, 10 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 26 თებევრლიდან დღემდე COVID-19 დაუდასტურდა 1830 ადამიანს, აქედან გამოჯანმრთელდა 1 334 პაციენტი, გარდაიცვალა –19.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

განათლების სამინისტრო კორონავირუსთან დაკავშირებით სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს
გამყრელიძე: ‘სასურველია, ორგანიზაციებმა ოფისებში დეზინფექტორები იქონიონ’
საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი
‘არ უნდა იყოს მოულოდნელი, გვაქვს შემთხვევების მატება’ – ამირან გამყრელიძე
როგორ უნდა დაიცვან ბანკებმა, აფთიაქებმა და სავაჭრო ობიექტებმა უსაფრთხოება - რეკომენდაციები - COVID-19
საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი