FM97.5 / LIVE

‘აპრილის ბოლოს 1000-1200- ის ფარგლებში ველოდებით’ - გამყრელიძე

მთავარისიახლე, კორონავირუსი 07.04.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვირის ბოლოს დაინფიცირებულთა რიცხვი გაორმაგდება. იგი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

‘აპრილის ბოლოს 1000-1200- ის ფარგლებში ველოდებით’ - გამყრელიძე

დღეს, შვიდ აპრილს გამყრელიძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, თვის ბოლოს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა შესაძლოა 1200–მდე მოიმატოს.

„უკვე 196 გახდა და ველოდებით რომ ამ კვირის ბოლოს სულ მცირე გაორმაგდება. შემდეგ კიდევ ერთხელ გაორმაგდება აპრილის ბოლოს 1000-1200–ის ფარგლებში ველოდებით. გამოჯანმრთელებულებიც მოიმატებს შესაბამისად და შემდგომ მაისის შუა რიცხვებამდეც. არსებობს სცენარის სამი ვერსია და ყველაზე რთულის დროს აღარ მოგახსენებთ, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება ერთდროულად დაინფიცირდეს ქვეყანაში. ეს ცენარები მოგეხსენებათ არაა იმისთვის გამიზნული რომ საჯაროდ გამოვაქვეყნოთ. არ უნდა ჩავაგდოთ პანიკაში ხალხი, მაგრამ ამავე დროს არ უნდა მივცეთ დამშვიდების საშუალება, ეს ოქროს შუალედი ყველაზე რთული მოსაძებნია“,-ამბობს გამყრელიძე.

მისივე განმარტებით, აპრილის ბოლო და მაისის პირველი ნახევარი რთული იქნება და ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ინფიცირების ციფრები სერიოზულად მოიმატებს.

„მე ხშირად ვიმეორებ რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ იმიტომ რომ, რთული იქნება აპრილი და რთული იქნება მაისი, განსაკუთრებით პირველი ნახევარი, ეს ციფრები სერიოზულად მოიმატებს, მერე შესაბამისად იანგარიშეთ 20% მძიმე ავადმყოფები, 5% კი კრიტიკული ავადმყოფები იქნებიან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ჩვენთვის საკმაოდ რთული და მძიმე იქნება ეს თვე და შესაძლებელია მაისის პირველი ნახევარი’– ამირან გამყრელიძე
‘ჯერ ყველაფერი წინ არის, პანდემია  მთელს მსოფლიოში ვრცელდება’ - გამყრელიძე
კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს, მზადყოფნის რეჟიმი უნდა გაძლიერდეს - გამყრელიძე
‘გრიპის ვაქცინის 210 000 დოზა შემოვა' - გამყრელიძე
სომხეთსა და აზერბაიჯანში ინფიცირებულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა
‘ვილოცოთ სახლიდან, ჩვენი მღვდელმთავრები ილოცებენ ჩვენთვის’ - გამყრელიძე

‘შეიძლება ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მივიღოთ’– გახარია