FM97.5 / LIVE

იმნაძე მოუწოდებს მოსახლეობას შიდა ტურიზმის განვითარებისთვის საქართველოს კურორტებზე დაისვენონ

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.05.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ტურისტული სეზონის გასახსნელად საქართველოში მზადება მიმდინარეობს. მისი თქმით, კარგი იქნება თუ საქართველოს მოქალაქეები წელს საკუთარი ქვეყნის კურორტებზე დაისვენებენ.

იმნაძე მოუწოდებს მოსახლეობას შიდა ტურიზმის განვითარებისთვის საქართველოს კურორტებზე დაისვენონ

„ზოგს ზღვა მოსწონს და ზოგს მთა, დასვენება დავგეგმოთ გემოვნების მიხედვით. გასაგებია რაც არ უნდა გავხსნათ უცხოელი ტურისტებისთვის ჩვენი კარიბჭეები, მაინც არ იქნება იმდენი. ამიტომ მისასალმებელი იქნება წელს თუ ყველა გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობას იმისათვის, რომ მაქსიმალურად ჩვენივე შიდა ტურიზმი განვავითაროთ ქვეყანაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძის განმარტებით ტურისტული სეზონის გახსნის რისკი არსებობს, მაგრამ მიმდინარეობს მუშაობა რეკომენდაციებზე.

„მთელს მსოფლიოში კონკურენციაა ვინ დაასწრებს გახსნას. ევროპაში სლოვენიამ გამოაცხადა, საბერძნეთს აქვს გეგმა თავისი კურორტების გახსნის. რა თქმა უნდა ჩვენც უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მითუმეტეს საქართველო ბევრი ქვეყნისთვის იქცა უსაფრთხო იმიჯის ქვეყანად. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ამას უნდა გამოყენება და ეს უნდა იყოს ძალიან კონტროლირებადი. ამისათვის გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციაც მუშაობს ამაზე ეს იქნება ძალიან კონტროლირებადი და მაქსიმალურად დაცული“, – თქვა იმნაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ტურისტმა ქვეყანაში კოვიდინფექცია არ შემოიტანოს. მისი განმარტებით, გარკვეულ პერიოდში გამოქვეყნდება პროტოკოლი და რეკომენდაციები დეტალურად იქნება გაწერილი.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შიდა ტურიზმის ხელშეწყობისთვის მთავრობა ახალ პროგრამას აანონსებს
‘თავი შევიკავოთ კონტაქტებისგან, ეხება ყველას - მორწმუნეებსაც, ათეისტებსაც’- იმნაძე
პირველი ივლისიდან საქართველო მზად იქნება, მიიღოს უცხოელი ტურისტები - გახარია
სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებში საქეიფოდ გადასვლას – პაატა იმნაძე
‘ტურისტებს მოუწევთ დოკუმენტის წარდგენა, რომ კოვიდზე გამოკვლეული არიან’ - გამყრელიძე
'თუ ნიღაბი უკეთია დაავადებულსაც და ჯანმრთელსაც, ნულამდეა დაავადების რისკი' – იმნაძე
200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რაიმე დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? – პაატა იმნაძე