FM97.5 / LIVE

'ბოლო ზარი' დისტანციურად

მთავარისიახლე, განათლება 20.05.2020
დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი უჩვეულოდ დაირეკა. პანდემიის გამო, ვერც სკოლის ეზოებში შეიკრიბნენ და ვერც ღონისძიება გამართეს. სწავლის დასრულების ბოლო დღეც ისეთივე იყო, როგორც მეორე სემესტრი. ყველაფერი დისტანციურად, „თიმსის“ პროგრამაში.

'ბოლო ზარი' დისტანციურად

ახალციხის ყველა სკოლაში დღეს, 20 მაისს მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა. სკოლების უმრავლესობაში მოსწავლეებს დისტანციურად დაემშვიდობნენ.

პანდემიამდე, ახალციხის მეხუთე სკოლის კურსდამთავრებულს, თეონა დალალიშვილსა და მის თანაკლასელებს ამ დღისთვის განსაკუთრებული გეგმები ჰქონდათ. მაშინ არ იცოდნენ, რომ „ბოლო ზარი“, როგორც სკოლის დასრულების აღსანიშნავი ღონისძიება არ ექნებოდათ.

იმის გამო, რომ ქვეყანაში ღონისძიებებსა და შეკრებებზე შეზღუდვა მოქმედებს, თეონას ოჯახის წევრებმა „ბოლო ზარი“ სახლში მოუწყვეს, თეთრ მაისურზე კი თანაკლასელების ნაცვლად, წარწერები ახლობლებმა გაუკეთეს.

„ჩემთვის სურპრიზი იყო, არ ველოდი. ბებიასთან წავედი და იქ დამხვდნენ ჩემი ნათესავები და ახლობლები. მომიწყეს ოჯახური ბოლო ზარი. ჩემთვის ყველაზე საყვარელი გახდა ის მაისური, რომელზეც ოჯახის ყველა წევრმა დააწერა სურვილები“, - ამბობს თეონა.

თეონას მსგავსად, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში სწავლა დღეს 88 მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა.

პროგრამა „თიმსის“ საშუალებით დაირეკა დღეს „ბოლო ზარი“ ახალციხის მეექვსე სკოლაშიც.

'ბოლო ზარი' დისტანციურად

„ისეთივე ბოლო ზარი გვქონდა დაგეგმილი, როგორიც სხვებს და დავიწყეთ კიდევ მომზადება, დაგეგვმა, თუმცა ეს პანდემია მალევე დაიწყო. იმედია, შეზღუდვები რომ მოიხსნება, მაშინ მაინც შევძლებთ შეკრებას და ერთად სადმე წასვლას“, - ამბობს მეექვსე სკოლის კურსდამთავრებული ქრისტინე ჩილინგარაშვილი.

გამოცდების მოახლოებასთან ერთად, ისიც ნერვიულობს და ჯერ ზუსტად ვერ გადაწყვიტა რომელ ფაკულტეტზე ჩააბარებს.

2019-2020 სასწავლო წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში სკოლა 430-მდე მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში
ახალციხის სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა
ახალციხის სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა [Photo]
‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში [Photo]
სესხი სკოლის დასამთავრებლად - რა უჯდებათ მშობლებს ბოლო ზარი და ბანკეტი
ახალციხის მერიამ მეთორმეტეკლასელებს ხატები და ნახატები აჩუქა
2 სექტემბერი პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო დღეა